ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „ტორპედომ“ „გაგრა“ 2:0 დაამარცხა.
ანგარიში დებიუტში მანჯგალაძემ გახსნა, ხოლო კომპენსირებულ დროში ულამაზესი გოლი არაბიძემ გაიტანა.
ქუთაისური გუნდი 37 ქულით მეხუთე ადგილზეა და 10 სექტემბერს ბოლნისში „სიონს“ შეხვდება, 25 ქულით მეცხრე პოზიციაზე მყოფი „გაგრა“ კი ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.
თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 მანჯგალაძე (4), 0:2 არაბიძე (90+5)