თბილისის "დინამო" 27 წლის მეკარით გაძლიერდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგებში 27 წლის ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი ჩაირიცხა.

ლეგიონერმა "დინამოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება. მეკარე თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჩიჩკანი ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის "უფაში" თამაშობდა, იქამდე კი ბორისოვის "ბატეს" ღირსებას იცავდა. ანტონს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც იძახებენ. გერმანული "ტრანსფერმარკტი" ფეხბურთელს ნახევარ მილიონ ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგია, ჭირდებოდა დინამოს მეკარე... პრიეტოს გაშვება იყო უტვინობა და კიდევ კარგი ეს დაიმატეს...
ვენეციის კომისია
16:24 13-09-2022
0
ეხლა გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, არ ჯობდა კუპატაძე აეყვანა დინამოს? კაცი ერთი შეცდომის გამო საერთოდ გაწირეს... ასეთი უმადურობა არ გამიგია, მხოლოდ ცუდს ხედავდე და ფეხის დაცდენას უცდიდე!
ლაშა
18:49 13-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული