"საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი, ფეხბურთელი ლაშა პარუნაშვილი, რომელიც ბოლოს დანიის "ესბირგის" ღირსებას იცავდა, ამიერიდან "საბურთალოს" მაისურას მოირგებს – კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე შედგა. პარუნაშვილი თბილისური კლუბის ვარჯიშზე პირველად ხვალ გამოცხადდება.
ამპლუით ნახევარმცველი 2016 წლიდან დანიური კლუბის ღირსებას იცავდა, იყო 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი. 29 წლის ნახევარმცველი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი.
კარიერის განმავლობაში ლაშას 269 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და საერთო ჯამში მინდორზე 20.035 წუთი აქვს გატარებული.
წყარო: fcsaburtalo.ge