კაცნაკლულმა "დილამ" "ტორპედოს" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „დილამ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა.

თავიდან მასპინძლები დუბლით კაპანაძემ დააწინაურა, არაბიძემ ანგარიში შეამცირა, შემდეგ კი მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გორელთა მეკარე კანევცევი გააძევა. სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლენ, სახიფათოდ ვერ უტევდნენ, ხოლო „დილას“ კონტრიერიშისას მესამე გოლის გატანა შეეძლო, როდესაც პირისპირ გასულ გეილის გატანა კვასხვაძემ არ დაანება. ეგ იყო და ეგ და ამით შეწყდა „ტორპედოს“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია (7 მოგება და 2 ფრე).

„დილა“ 46 ქულით მესამე ადგილზეა და 16 ოქტომბერს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება, 44 ქულით მეოთხე
პოზიციაზე მყოფი „ტორპედო“ კი იმავე დღეს „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 კაპანაძე (11), 2:0 კაპანაძე (22), 2:1 არაბიძე (23)
გაძევება: კანევცევი (25)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმას რატო არ წერთ რო დილას მეკარე საერთოდ არ შეხებია ქავთარაძეს და ტყუილად მისცა მსაჯმა წითელი?
dila
21:16 07-10-2022
3
საშინელი საყურებელი იყო და პირველ რიგში ტორპედოს უსახური და უმოტივაციო თამაშის გამო. პირველ ტაიმში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ ფეხბურთელები, თითქოს ეზარებოდათ და ძალით იყვნენ შეყრილი მოედანზე. არ ვიცი ამის მიზეზი რა იყო, მაგრამ დინამოსთან ვერმოგებული და ეს წაგებული თამაში არის კარგად გასაანალიზებელი და ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი
1. რატომ არ ხდება სასტავის როტაცია, ჩაგდებული თამაშის მერე,მაგალითად დინამოსთან ჩაგდებული თამაშის მერე არაბიძის გასასტავება, რომელმაც ეს თამაშიც ჩააგდო, მიუხედავად გოლისა, ჩვენ ვიცით მისი ტექნიკური უნარები და რაც ითამაშა შორსაა მის შესაძლებლობებთან, მხოლოდ ჭეშმარიტ კონკურენციაში მოუმატებს ფეხბურთელი, როგორც კი დაინახავს, რომ სასტავი არავის აქვს გარანტირებული.
2. რატომ არ იყენებს გუნდი ფლანგის ისეთ სწრაფ შემტევებს, როგორიც შულაია და ბუღრიძეა, ფლანგიდან სწრაფ შეტევას ფლანგის სწრაფი მცველი სჭირდება და ქიმაძეს, რომელიც ერთერთი საუკეთესო მარცხენა მცველი იყო, სულაც ვერ იყენებს ტორპედო მაქსიმალურად; დილასთანაც მჭდლიშვილის შემოყვანას ქიმაძის უკან დაწევა და გოგლიჩიძით ან თუნდაც ტაბატაძით მარჯვენა ფლანგის დაცვის გაძლიერება აჯობებდა;
3. ლეგიონერები, შევთანხმდეთ, რომ არც მონტეიროა დიდად სხვაზე მჯობნი და არც კაბალეროაა გამორჩეული და მის გამო ახვლედიანის გაზამენება გაუმართლებელია; რამდენი დროც მას ეძლევა, მიეცით იმდენივე დრო ახვლედიანს და უფრო ეფექტური იქნება.
kaxa
23:56 07-10-2022
2

სიახლეები პოპულარული