თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" სხირტლაძის გოლით სძლია და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის "დინამომ" სახლში ბათუმის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული გამოდგა, უფრო საინტერესო და კარგი სანახავი მეორე ტაიმი იყო. ორივე გუნდი უტევდა, უკეთესი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს: ჯერ კამარამ ანტილევსკის გარღვევისა და პასის შემდეგ ახლო მანძილიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა, ცოტა ხანში კი სხირტლაძემ თავურით დალაშქრა ალავიძის კარი. 79-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი ბარნსი მეტოქეს ეუხეშა, საქართველოში VAR-ის სისტემა ჩემპიონატის მატჩზე პირველად იქნა გამოყენებული და მსაჯმა კვირიკაშვილმა ოსეი გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და
დედაქალაქურმა კლუბმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისის „დინამო“ გალიდერდა და 16 ოქტომბერს ბოლნისში „სიონს“ შეხვდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ მეორე ადგილზე დაქვეითდა და იმავე დღეს „დილას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 1:0
გოლი: სხირტლაძე (68)
გაძევება: ბარნსი (79)

მკითხველის კომენტარები / 12 /
კატასტროფულად გლახა თამაში არც სისწრაფე არც კომბინაცია არაფელი ჯარიმების გარდა საზიზღარი ჩემპიონატი გვააქ მოძველებული ტაკტიკებით თამაში არც პრესინგი ნუ რავი რა ვთქვა ალავიძეს რაუნდა კარებში და იმრანს დინამოში?
beqa
23:04 07-10-2022
2
საშინელება !!! ესეთ თამაშებს უნდა გამოეხმაურონ ჟურნალისტებიც სულ ჯარიმები
giorgi 12
23:14 07-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული