"სამგურალმა" ცუდი სერია შეწყვიტა, "თელავი"-"სიონი" ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი. "თელავი"-"სიონი" უგოლოდ დასრულდა, წყალტუბოს "სამგურალმა" კი მოგების გემო გაიხსენა და სტუმრად სძლია "ლოკომოტივს".

თელავი 0:0 სიონი

უგოლო ფრე კონკურენტებს შორის. 10 ტურია, რაც "თელავს" არ მოუგია, ხოლო ბოლო 5 ტურია, გოლი არ გაუტანია. კახეთის გუნდი მეშვიდე ადგილზე დარჩა და ისევ ერთი ქულით უსწრებს მერვეადგილოსან ბოლნისის "სიონს".

თავის მხრივ, "სიონსაც" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, თუმცა ამ 6 ტურში მხოლოდ ერთხელ წააგო.

ლოკომოტივი 1:4 სამგურალი

აუტსაიდერი თბილისის "ლოკომოტივი" საგურამოში 1:4 დამარცხდა წყალტუბოს "სამგურალთან".
იმერეთის გუნდი მეოთხე ადგილზე გადავიდა: სამი წაგების მერე გაიმარჯვა.

37-ე წუთზე "ლოკო" დაწინაურდა კახა კახაბრიშვილის გოლით. ეს მისი სადებიუტო გოლია "ლოკომოტივში".

"სამგურალმა" პირველივე ტაიმში შეძლო ორი ბურთის გატანა: ჯერ ირაკლი რუხაძემ გაათანაბრა, ხოლო მალევე ნიკიტა სიმდიანკინმა სეზონში პირველი გოლით დააწინაურა წყალტუბოელები. მეორე ნახევარში კი შალვა ბურჯანაძემ და მიხეილ ბაშელეიშვილმაც გამოიჩინეს თავი.

აღვნიშნოთ "სამგურალის" ბრაზილიელი შემტევის, ჯეფერსონ ჯერალდოს ორი საგოლე პასიც. 9 ასისტი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადავიდა: თბილისისდინამოელ გიორგი მოისწრაფიშვილს (8) გაუსწრო.

"სამგურალმა" სეზონში ოთხიდან ოთხივე მატჩი მოუგო "ლოკომოტივს", საერთო ანგარიშით 13:3.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული