პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, 55-ე წუთზე მსაჯმა მათი ნახევარმცველი ჯიღაური გააძევა, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ, კაპანაძემ დუბლით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, ბოლოს „დილას“ ლეგიონერის გეილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და აჭარულმა გუნდმა გაიმარჯვა.
ბათუმის "დინამო" 64 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ თბილისის „დინამოს“ 2 ქულით ჩამორჩება და 21 ოქტომბერს გასვლაზე „საბურთალოს“ შეხვდება, 46 ქულით მეოთხე პოზიციაზე მყოფი „დილა“ კი 22 ოქტომბერს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დილა 3:2
გოლები: 1:0 კობახიძე (35), 2:0 რადინი (42), 3:0 ფლამარიონი (45+3), 3:1 კაპანაძე (80), 3:2 კაპანაძე (90+1)
გაძევება: ჯიღაური (55)