ბათუმის "დინამომ" "საბურთალოს" თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ „საბურთალო“ 4:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა და გატანილი გოლების გარდა მომენტები არ შექმნილა. შესვენების შემდეგ მეკარეთა შეცდომების შედეგად გუნდებმა გოლები „გაცვალეს“. 64-ე წუთზე მამუჩაშვილმა პენალტით სტუმრები დააწინაურა, 90-ეზე კი ბიძინაშვილმა კარგი დრიბლინგი განახორციელა და მისი პასით ვაწაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბათუმის „დინამო“ 67 ქულით პირველ ადგილზეა და 29 ოქტომბერს „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. ხვალ თბილისის „დინამო“ გორში „დილას“ დაუპირისპირდება და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

რაც შეეხება „საბურთალოს“, 44 ქულით მეექვსე პოზიციაზე დარჩა და მომავალ ტურში თბილისის
„დინამოს“ შეხვდება.

რუსთავი. „ტექნიკური ცენტრი“

საბურთალო - დინამო (ბთ) 2:4
გოლები: 1:0 ტაბატაძე (4), 1:1 ფანცულაია (11), 2:1 გოშთელიანი (52), 2:2 ფანცულია (56), 2:3 მამუჩაშვილი (64, პენ), 2:4 ვაწაძე (90)
გაძევება: ო. მამაგეიშვილი (77, საბურთალო)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას არავინ ჩამს ნაყიდი თამაში თუ Aრ Gჯერავთ ნაXეთ გოლები მაფიააა ბესმერტნა
batumi
02:45 22-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული