ეროვნული ლიგის 32-ე ტურში "ტორპედომ" "თელავი" 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა - ბუღრიძე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, ცენტრში პასი გააკეთა და ბურთი საკუთარ კარში პავიშიჩმა ჩაჭრა.
„ტორპედო“ 49 ქულით მეოთხე ადგილზეა და 6 ნოემბერს წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება, ხოლო 34 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ 5 ნოემბერს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.
ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
ტორპედო - თელავი 1:0
გოლი: პავიშიჩი (25, საკ. კარში)