ეროვნული ლიგის 32-ე ტურში თბილისის „დინამომ“ სახლში „საბურთალოს“ 3:1 სძლია
თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 72 ქულით ლიდერია და 6 ნოემბერს საგურამოში „ლოკომოტივს“ შეხვდება. „საბურთალო“ 44 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა და იმავე დღეს „დილას“ უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - საბურთალო 3:1
გოლები: 0:1 სიხარულიძე (20), 1:1 კამარა (24), 2:1 კამარა (50), 3:1 მოისწრაფიშვილი (61)
გაძევება: გოშთელიანი (56, საბურთალო)