დაბრუნება საქართველოში - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა, მოთამაშე დედაქალაქურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. შემტევი დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართვას 2023 წლიდან შეძლებს.

ვაგნერ გონსალვეშის ბოლო კლუბი მაკედონიური "შკენდია" გახლდათ, რომელსაც იგი მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდში მან მაკედონიაში 14 მატჩი გამართა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება ზოგადად მის საკლუბო კარიერას, ბრაზილიელი შემტევი ფრანგული "ბასტიას" აღზრდილია. ამის შემდეგ იყო თბილისის "საბურთალო", ბელგიური "სერკლ ბრიუგე", ბათუმის "დინამო", უკრაინული "კრივბასი" და "დნიპრო-1".

ვაგნერ გონსალვეშის ბოლო ქართული კლუბი კიგორის "დილაა", სადაც მან 2022 წლის სეზონის პირველი ნახევარი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე რვა გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გახლდათ.

ბრაზილიელი თბილისის "საბურთალოსთან" ერთად 2018-19 წლებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბრაზილიაში ვარ და გამოგიგზავნით თუ გინდათ ✊
San
11 ნოემბერი 2022 04:11
0
თუ ვიცოდე, რა დავწერო, რა...
100%
09 ნოემბერი 2022 21:48
0
Braziliashi ezos fexburtelebi jobia amas. Tu brazilielebs moiyvant wait da savsea brazilia16_17wlis mshieri fexburtelebi romelsac didi momavali aqvt. Wamoiyvanet ojaxianad da fuls gaaketebt3_4weliwadshi magatit.fexburti didi biznesia da gagebashi agrarian chvenebi.sanam unda tenot gundebshi Che klasis fexburtelebi.
Gia
09 ნოემბერი 2022 18:17
0
ამ დოლიძეს რო ვხედავ კლასვიკის 6 გოლო აწერია შუბლზე როგორ აპრავებდა ტიპი ... კარგია რო ხშირად არ ჩანს ეკრანზე
bejo
09 ნოემბერი 2022 15:04
2
ზაზა დოლიძე იყო სააფთიაქო ბიზნესში, ანუ მსახურობდა “პსპ ფარმა“-ში მენეჯერად
simartle
15 ნოემბერი 2022 21:34
0
ვინ არის ეგ დოლიძე? ფეხბურთიდან არ მახსენდება. ამათ მთავარია ვინმე მოიყვანონ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება? ის კლაკსვიკი კინაღამ შეძვრა წელს ჯგუფში და თუ კიდევ გადაეყარა დინამოს კი შეაძვრენს საფარჩაკეთში.
G.LA
09 ნოემბერი 2022 17:40
1
ამ ზაზა დოლიძეს რომ ვუყურებ სამი ჩუ მახსენდება!! როგორ ეტყობა სახეზე რო ცბიერია კორუფციონერი ყველაფრის მკადრებელი ფულის გამო. ჩუმი ჩათ.. ჩანაფიქრებით არის რა ფული აქ
beqa
09 ნოემბერი 2022 14:58
3
ქართველებზე იჩალიჩეთ! ვის რაში ჭირდება ეს უმაქნისები?
მამუკა
09 ნოემბერი 2022 14:50
4
რაც ამან დილას გაუკეთა ევრო თასებამდე სამი დღით ადრე რო გაიპარა წესით ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ და ამის იმედზე როგორ უნდა იყო?
baba
09 ნოემბერი 2022 14:37
2
ეს ხომ მოკვდა აღმა დაღმა წოწიალში)
გიუშა
09 ნოემბერი 2022 14:27
0
ჩვენი საფეხბურთო "ელიტა" ჩაციკლულები არიან, აფრიკელებით! დავიჯერო? ამის ნაცვლად ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ვერ მოძებნეთ?! ყურებაც აღარ მინდა საქართველოს ჩემპიონატის!
გიგა
09 ნოემბერი 2022 13:55
4
სასწაული ტრანსფერია გაგვიღია ჩემპიონთა ლიგის კარები :)) ფეხბურთელი რომელიც ექვს თვეში ერთხელ ახალ გუნდს იცვლის
beqa
09 ნოემბერი 2022 13:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული