"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც თბილისის „დინამომ“ „თელავთან“ ქულები დაკარგა, ბათუმის „დინამოს“ გალიდერების შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. პატარკაციშვილისა და ნიქაბაძის გოლებით სტუმრები 84-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, 84-ე წუთზე ზარიამ ანგარიში შეამცირა, ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, კომპენსირებულ დროში მეკარე შოვნაძემ თავისი გუნდი გადაარჩინა და წყალტუბოელებმა გაიმარჯვეს.

ბათუმის „დინამო“ 73 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ თბილისის „დინამოს“ 3 ქულით ჩამორჩება და 26 ნოემბერს „გაგრას“ დაუპირისპირდება. „სამგურალი“ კი 56 ქულით
მესამე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 პატარკაციშვილი (29), 0:2 ნიქაბაძე (48), 1:2 ზარია (84)

„დილამ“ სახლში „ლოკომოტივს“ 1:0 მოუგო.

„დილა“ 55 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 8 ქულით აუტსაიდერია.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ლოკომოტივი 1:0
გოლი: ალეფ სანტოსი (30)


მკითხველის კომენტარები / 18 /
გამაგებინეთ:
1.რა უნდოდა აჩიას მსაჯისგან?
2.რას აკეთებს ფან კლუბის ლიდერი სათამაშო მოედანზე?
3.ვინ უწოდა გეგუჩაძეს მწვრთნელი?)
გიუშა
12 ნოემბერი 2022 21:19
7
სადმე გინახავთ გუნდის პრეზიდენტი მოედნის კიდესთან თავისი გუნდის ყველა საშინაო თამაშის დროს? ამას ეძახით ბათუმის ფანები ევროპას? მთელი ზაფხული რო გაიძახდით ბათუმი ქართული ბაიერნი ხდება და აზრი ეკარგება ყველა ტიტულს ჩვენ მოვიგებთო? გინდოდათ ბაიერნი და შეგრჩათ ბოხუმი?
a a
12 ნოემბერი 2022 22:32
3
აქ ყველა ბათუმს და ბათუმელებს უტევთ
1 ბათუმელი არ ვარ
2 ნუ ხართ ბოღმები ბათუმის დინამო თბილისის დინამოს მარტო იმით მირჩევნია რომ 15000 კაცი მიდის სტადიონზე სტაბილურად იარეთ თბილისელებმაც
ტორპედოც მირჩევნია სამგურალიც და ბათუმიც დღევანდელ თ. დინამოს დინამო უშანსოდ ვარდება ყველა ტურნირზე პირველი ეტაპიდან და ესაა ფიდია დოლიძის რაღაც სპეკულიატი სქემა ოდნავ იყოჩაღოს თ.დინამომ და ჩემზე დიდი გულშემატკივარი არ ეყოლება. თუ ვინმეს სჯერა რომ პაიდე გამოაგდებდა რომელიმე ქართულ კლუბს ბრავო ... ეგ გამოიწვია ცხადაძის თამაშის წინ გაშვებამ ასე მოუვა ნებისმიერ გუნდს ეგ 2 ჯერ 2 ია
3 გეგუჩაძე რაც არ უნდა ვლანძღოთ და ვწყევლოთ ფაქტი ჯიუტია ერთადერთი ქართველი მწვრთნელია ვინც ჯგუფში შეგვიყვანა და შემტევ ფეხბურთს ქადაგებს და არა ფაფხურს რასაც ძირითადი ქართული გუნდები... ბათუმს პირველი ტაიმი ვუყურე და ისეთი დეგეადაცია განუცდიათ ფეხბირთელება მეტი რომ არ შეიძლება ნაკრების ფეხბირთელება ვგულისხმობ ... 3 პასი გაკეთდა ისეთი რომ სამგურალმა რომ ჩაჭრა სამივე უნდა გაეტანა ეხლა გეგუჩაძე ვერ ასწავლის ზერდასრილ კაცს რომ მანდ არაზუსტი პასის გაკეთება შენ კარში მიღებული გოლია ... მარტო პირველ ტაიმს უყურე მეორე შეიძლება უარესი იყო.
4. შევეშვათ ბათუმს თავის გზას აუცილებლად იპოვნიან
5. ჩვენ რა ვქნაათ ჩვეენ თბილისში რომ სვარკა გვაქვს ????

bejo
13 ნოემბერი 2022 01:28
9
სამარცხვინო გუნდის პრეზიდენტი სამარცხვინო მწვრტნელი სამარცხვინო დვალიშცილი და ფანკლუბის ვითომ ლიდერზე ხო ვაბშე
obiekturi batumeli
13 ნოემბერი 2022 01:15
3
კუპატაძეზე დავწერე გუშინ თუ დღეს ( არარ მახსოვს ზუსტად ) თქვენ სტატიაზე კომენტარი, ადრე თუ გვიან წამოეწევა მისი ცოდვათქო.
ასე ადრეც არ ველოდი, მარა ალალია.
აბუბეკრ ისმაილ იბნ ალ აშარი
12 ნოემბერი 2022 22:36
1
Აბა სად არი ბათუმელებო თქვენი ჭიკჭიკა ენა? Თავი რეალი რო გეგონათ.ერთი ფეხბურთელი მაინც ათამაშეთ ბათუმელი,ერთი წამლად.კაი და გაგხადეს ჩემპიონები მერე,მერე...ისტორია დავწერეთ და ასეთი ფრაზები არ გინდათ.ისტორია ვინც დაწერა კარგად იცით და გაჩუმდით.დადუნება ხართ,დადუნება!
ბაბუაწვერა
12 ნოემბერი 2022 23:29
8
რა უბედურებაა?! დინამოს გულშემატკივარი ვარ 1962 წლიდან,მაგრამ ბათუმის წარმატებაც მიხარია და ყველა ქართული გუნდის. საქართველოს პირველობაზე დინამოს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ასე მწარედ, ნიშნის მოგებით, რატომ ხართ სხვის მიმართ განწყობილი? ყველა გუნდს ექნება წარმატებაც და ჩავარდნაც. და კიდევ: მტერი არცერთი არ არის! ესაა ჩემი პოზიცია!
alexandre
13 ნოემბერი 2022 01:11
1
მიდი ჰე დააბრალეთ ესეც კუპატაძეს.
გეგი
12 ნოემბერი 2022 23:27
2
მსაჯებს რას ერჩის ეს ბათუმი. დღეს მაინც. ისე იმ ბურთის ჩათვლა ხო შეიძლებოდა ძელიდან ერთი მეტრის მეტი ხო არ იყო გარეთ? მიეჩვივნენ მასეთი გოლების ჩათვლას
ჯიჯი
12 ნოემბერი 2022 22:35
5
სამწუხაროდ ჩემპიონის ბედი მაშინ გადაწყდა როცა 9 ქულა განიავდა, დღეს წერტილი დაესვა. 100% პენალი არ დადო მსაჯმა თორე უკეთესს თამაშს ვნახავდით. სამგურალი გუნდია რომელიც ყველა ქართულ კლუბზე მეტად იმსახურებს ევრო ტურნირების საკვალიფიკაციოზე თამაშს. ყოჩაღ სამგურალის მწვრთნელს რომელმაც რასაც ქვია მარცვალ მარცვალ აკინძა გუნდი რომელიც შედეგებს დებს. რაც შეეხება გეგუჩაძეს აქამდე ვამბობდი ამოწურა საკუთარი და უნდა წავიდეს თქო ახლა ვფიქრობ უკვე რო უნდა გჯ...ას. მაგრამ უბედურება ის არის რო ესენი უკეთესის მომყვანი არ არიან. თორე იმ ხელფასს რასაც ამას უხდიან თავისუფად შეიძლება შვეიცარიელი მწვრთნელის მოყვანა
საავედრა
12 ნოემბერი 2022 22:15
1
ისევ დაიწყება ტირილი და ჭყიპინი რომ ქულები დააკარგვინეს საკუთარი გუნდის წარუმატებლობა როდემდე უნდა ტენონ მსაჯებს
SS
12 ნოემბერი 2022 21:51
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული