"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც თბილისის „დინამომ“ „თელავთან“ ქულები დაკარგა, ბათუმის „დინამოს“ გალიდერების შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. პატარკაციშვილისა და ნიქაბაძის გოლებით სტუმრები 84-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, 84-ე წუთზე ზარიამ ანგარიში შეამცირა, ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, კომპენსირებულ დროში მეკარე შოვნაძემ თავისი გუნდი გადაარჩინა და წყალტუბოელებმა გაიმარჯვეს.

ბათუმის „დინამო“ 73 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ თბილისის „დინამოს“ 3 ქულით ჩამორჩება და 26 ნოემბერს „გაგრას“ დაუპირისპირდება. „სამგურალი“ კი 56 ქულით
მესამე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 პატარკაციშვილი (29), 0:2 ნიქაბაძე (48), 1:2 ზარია (84)

„დილამ“ სახლში „ლოკომოტივს“ 1:0 მოუგო.

„დილა“ 55 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 8 ქულით აუტსაიდერია.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ლოკომოტივი 1:0
გოლი: ალეფ სანტოსი (30)


მკითხველის კომენტარები / 18 /
მიეცით დიკვალიფიკაცია უზრდელ ბერიძეს და ე.წ. ფან-კლუბის ასევე თავხედ ვითომ ლიდერს და სინამდვილეში სტაფის წევრს.აღარაფერს ვამბობ თამაშის შემდეგ სამგურალის ავტობუსს საბურავები რომ დაუჭრეს.დააჯარიმოს უნდა გუნდი და სტადიონი შესაბამისმა სამსახურმა.
zaza
14 ნოემბერი 2022 16:35
1
არა შეჯდა მწყერი ხესაო, მართლა არაა ჩვენი საშველი - ვერც ფეხბურთი ვისწავლეთ და ვერც გულშემატკივრობა :(
არაა
22 ნოემბერი 2022 07:48
0
უბრალოდ ეს თამაში იყო გამაზული, რატომ შევარდა ბათუმის პრეზიდენტი მოედანზე და მსაჯებს დაერია არადა მსაჯებმა კარგად იმსაჯენ ვიდეო გამეორებაც იყო თვალის ასახვევათ გააკეთა ეს ვინ ჭამს ამას
გია
13 ნოემბერი 2022 16:42
5
აქ ყველა ბათუმს და ბათუმელებს უტევთ
1 ბათუმელი არ ვარ
2 ნუ ხართ ბოღმები ბათუმის დინამო თბილისის დინამოს მარტო იმით მირჩევნია რომ 15000 კაცი მიდის სტადიონზე სტაბილურად იარეთ თბილისელებმაც
ტორპედოც მირჩევნია სამგურალიც და ბათუმიც დღევანდელ თ. დინამოს დინამო უშანსოდ ვარდება ყველა ტურნირზე პირველი ეტაპიდან და ესაა ფიდია დოლიძის რაღაც სპეკულიატი სქემა ოდნავ იყოჩაღოს თ.დინამომ და ჩემზე დიდი გულშემატკივარი არ ეყოლება. თუ ვინმეს სჯერა რომ პაიდე გამოაგდებდა რომელიმე ქართულ კლუბს ბრავო ... ეგ გამოიწვია ცხადაძის თამაშის წინ გაშვებამ ასე მოუვა ნებისმიერ გუნდს ეგ 2 ჯერ 2 ია
3 გეგუჩაძე რაც არ უნდა ვლანძღოთ და ვწყევლოთ ფაქტი ჯიუტია ერთადერთი ქართველი მწვრთნელია ვინც ჯგუფში შეგვიყვანა და შემტევ ფეხბურთს ქადაგებს და არა ფაფხურს რასაც ძირითადი ქართული გუნდები... ბათუმს პირველი ტაიმი ვუყურე და ისეთი დეგეადაცია განუცდიათ ფეხბირთელება მეტი რომ არ შეიძლება ნაკრების ფეხბირთელება ვგულისხმობ ... 3 პასი გაკეთდა ისეთი რომ სამგურალმა რომ ჩაჭრა სამივე უნდა გაეტანა ეხლა გეგუჩაძე ვერ ასწავლის ზერდასრილ კაცს რომ მანდ არაზუსტი პასის გაკეთება შენ კარში მიღებული გოლია ... მარტო პირველ ტაიმს უყურე მეორე შეიძლება უარესი იყო.
4. შევეშვათ ბათუმს თავის გზას აუცილებლად იპოვნიან
5. ჩვენ რა ვქნაათ ჩვეენ თბილისში რომ სვარკა გვაქვს ????

bejo
13 ნოემბერი 2022 01:28
9
სამარცხვინო გუნდის პრეზიდენტი სამარცხვინო მწვრტნელი სამარცხვინო დვალიშცილი და ფანკლუბის ვითომ ლიდერზე ხო ვაბშე
obiekturi batumeli
13 ნოემბერი 2022 01:15
3
რომელი იყო 100 პროცენტიანი პენალტი მაინტერესებს თუ სამ კუთხურზე ერთ პენალტს რო ვდებდით ის დროა მაგათთვის?
ჯიჯი
12 ნოემბერი 2022 23:35
1
Აბა სად არი ბათუმელებო თქვენი ჭიკჭიკა ენა? Თავი რეალი რო გეგონათ.ერთი ფეხბურთელი მაინც ათამაშეთ ბათუმელი,ერთი წამლად.კაი და გაგხადეს ჩემპიონები მერე,მერე...ისტორია დავწერეთ და ასეთი ფრაზები არ გინდათ.ისტორია ვინც დაწერა კარგად იცით და გაჩუმდით.დადუნება ხართ,დადუნება!
ბაბუაწვერა
12 ნოემბერი 2022 23:29
8
რა უბედურებაა?! დინამოს გულშემატკივარი ვარ 1962 წლიდან,მაგრამ ბათუმის წარმატებაც მიხარია და ყველა ქართული გუნდის. საქართველოს პირველობაზე დინამოს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ასე მწარედ, ნიშნის მოგებით, რატომ ხართ სხვის მიმართ განწყობილი? ყველა გუნდს ექნება წარმატებაც და ჩავარდნაც. და კიდევ: მტერი არცერთი არ არის! ესაა ჩემი პოზიცია!
alexandre
13 ნოემბერი 2022 01:11
1
მიდი ჰე დააბრალეთ ესეც კუპატაძეს.
გეგი
12 ნოემბერი 2022 23:27
2
სამგურალსაც მისწვდა ნესტორ მუმლაძის მდგრადი ხასიათი.
Xari
12 ნოემბერი 2022 22:43
0
კუპატაძეზე დავწერე გუშინ თუ დღეს ( არარ მახსოვს ზუსტად ) თქვენ სტატიაზე კომენტარი, ადრე თუ გვიან წამოეწევა მისი ცოდვათქო.
ასე ადრეც არ ველოდი, მარა ალალია.
აბუბეკრ ისმაილ იბნ ალ აშარი
12 ნოემბერი 2022 22:36
1
მსაჯებს რას ერჩის ეს ბათუმი. დღეს მაინც. ისე იმ ბურთის ჩათვლა ხო შეიძლებოდა ძელიდან ერთი მეტრის მეტი ხო არ იყო გარეთ? მიეჩვივნენ მასეთი გოლების ჩათვლას
ჯიჯი
12 ნოემბერი 2022 22:35
5

სიახლეები პოპულარული