თბილისის "დინამო" მეცხრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტური გაიმართა. გათამაშების გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მე-19-ედ იზეიმა.

დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.

მატჩი თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და 28-ე წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა.

მეორე ნახევარში იმრანმა ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა და
ანგარიში გაზარდა, თუმცა "გაგრამ" ბოლომდე იბრძოლა და 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ამგვარად, "დინამო" 80 ქულით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მათმა უახლოესმა მდევარმა ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ვულოცავ დინამოს ჩემპიონობას, მიუხედავად მრავალი პრობლემებისა მაინც ბოლომდე იბრძოლეს.
ბათუმის დინამომ კი მხოლოდ დამსახურებილი მეორე ადგილი დაიკავა, ფეხბურთელებსი დაყიდვა გაშვების მერე, ეს კლუბი ამ წლით ჩემპიონობას არ იმსახურებდა ხოლო მაყურებელმა დღეს საერთოდ გვერდი უქცია 743 კაცი იყო 20 000-იან ბათუმის სტადიონზე საყურებლად, თუმცა ბოლო წუთამდე იყო შანსი!
Jango
03 დეკემბერი 2022 20:12
3
ვულოცავ დინამოს მაგრამ ტრაგედიაა რომ საყვარელი გუნდის ჩემპიონობა არ გაგიხარდება :( სამწუხაროდ ფიფიას ხელში ამ გუნდს მომავალი არ აქვს
გუჯი
03 დეკემბერი 2022 19:46
1
შენს ხელში ხომ გახდება უკეთესი დინამო? ჰოდა ადექი და გამოისყიდე მისგან, ეს კერძო საკუთრების კლუბია დიდი ხანია და თუ გამოსყიდვა არ შეგიძლია, სტადიონზე არ დადიხარ და ბილეთში ფულს არ იხდი,მხოლოდ იუთუბზე უყურებ მატჩებს,რა პრეტენზია გაქვს?
სხვა გუნდს უგულშემატკივრე. 1981 წელი და ბოლო ტიტული 41 წლის წინ იყო,რით ვერ გაიგეთ და რით ვერ მოინელეთ?
Jango
03 დეკემბერი 2022 20:08
10
მირჩევნია ბოლო ადგილზე სიონმა გაგრამ მოიგოს ჩემპიონატი ვიდრე დინამო თბილისმა შემარცხვენელები არიან ეგენი ქვეყნის და ერის !!!!!
Nikoloz
03 დეკემბერი 2022 18:55
5
ისე იმ "სიონიდან"თუ დაიმატებს ერთ-ორ კაცს არ იქნება ურიგო, იგივე "თელავიდან".
დათო
06 დეკემბერი 2022 10:56
0
თქვენ გაიხარეთ რა.მთელი სეზონი გულით გიგულშემატკივრეთ და ბედნიერი ვარ,ბოლო 1 წელია ჩემს რთულ ცხოვრებაში,მხოლოდ 1 სასიხარულო ფაქტი მოხდა წლის ბოლოს.წინ დინამო წინ…
qomagi
03 დეკემბერი 2022 16:04
2
დინამო თბილისი როცა გყავს ეროვნული კიგის ჩემპიონად აი მაგიტომ გვაქვს კარგად საქმე.მერე გავლენ კლაქსვიკთან შეგვარცხვენენ,თავს ჩახრიან,სიგარეტის ფულს დაითრევენ და წამოვლენ.ეგაა ქართული ფეხბურთი.არანაირი ჟილკა,არანაირი ტალანტი ( ერთი თუ გამოერია ისიც მიდის) და კორუმპირებული პოლიტიკა…
Sht
03 დეკემბერი 2022 19:35
2
აუფ აუფ აუფ ძლივს ლიგაზე წარმომადგენელი გვეყოლება ... ქვეჯგუფს ვგულისხმობ ))))
bejo
03 დეკემბერი 2022 20:05
0
რისი ჩემპიონი????
რისი
03 დეკემბერი 2022 19:05
2
რა ფასი აქვს ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობას, ვინმემ შეიძლება გვითხრას?
Odala
03 დეკემბერი 2022 22:09
4
ევროტურნირების დროს ექსკურსიაზე მიდიხარ სადმე, ისიც ერთხელ - მეტ ეტაპს ვერ ლახაცენ და
Leonardo
04 დეკემბერი 2022 01:03
0
ევროპა მსოფლიო დაბყობრილი იქნება.......
jorj
03 დეკემბერი 2022 20:58
0
Gundi unda gadzlierdes gansakutrebit mekare da dacva,zamrtarshive unda moxdes dzlieri fexburtelebis damateba da ara isetebis rom ver gaamartleben da zed evroturniris win rom gaushveben da axlebs moikvanen...erti sitkvit saqme tavze sakreli aqvt dinamos shefobas,rom kitev katastrofa agar moaxdinon momaval zafxuls...
Givi
03 დეკემბერი 2022 16:46
1

სიახლეები პოპულარული