![](https://sportall.ge/pictures/image5/f1a7f594c1d0e006bb5551f46e40f7c1.jpg)
"ტორპედო" კაპიტანმა ვაჟა ტაბატაძემ დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ვაჟა ტაბატაძე "ტორპედოს" ღირსებას აღარ დაიცავს. გუნდის კაპიტანს "ტორპედოსთან" ერთად მრავალი დაუვიწყარი წელი აქვს გატარებული. ვაჟა ტაბატაძე გუნდთან ერთად 2016/17 წლებში ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 2015/2016 და 2022 წლებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.
კლუბი მადლობას უხდის ვაჟას თითოეულ შეხვედრაში ნაჩვენები თავდადებული გარჯის, ბრძოლისუნარიანობისა და პროფესიონალიზმისათვის! წარმატებებს გისურვებთ, კაპიტანო!"