თბილისის "დინამოში" 2021 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაბრუნდა

AutoSharing Option
ზორან მარუშიჩი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა. სერბი თავდამსხმელი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.

მარუშიჩი "დინამოს" ღირსებას უახლოეს წარსულში იცავდა, 2021 წლის სეზონში მან ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლთან ერთად, 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავე სეზონში იგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა. 16 გატანილი გოლით კი, სერბი თავდამსხმელი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

ზორან მარუშიჩმა 2022 წლის სეზონი უზბეკურ "ნავბაჰორში" გაატარა, სადაც მან 32 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 3
საგოლე გადაცემა შეასრულა.

"დინამოში" დაბრუნდების შემდეგ ზორან მარუშიჩმა პირველი კომენტარი გააკეთა:

ზორან მარუშიჩი: "დინამოში" დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. მოტივირებული ვარ, რომ ბევრი ვიშრომო და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო."

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნამუსი აღარ გაქვთ? ვინც ქართულ ფეხბურთს დასცინა ყველა დინამოში მიიყვანეს, ჯერ ვაგნერ გონსალვეში და ეხლა მარუშიჩი. რა მალე გავიწყდებათ ყველაფერი.
0
მაგარი უთავმოყვარეო ქვეყანა ვართ!!!!
ირაკლი
22:29 24-12-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული