ბათუმის "დინამომ" მუხრან ბაგრატიონი და 2 ლეგიონერი დაიმატა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" გვაუწყა, რომ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა, საიდანაც 2 ლეგიონერია.

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ზღვისპირულ გუნდში ჩაირიცხა, 18 წლის ნახევარმცველი მუხრან ბაგრატიონია.

ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. მასთან ოფიციალური შრომითი ხელშეკრულება 2-წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ბათუმელთა რიგებს შეემატა 27 წლის ბელორუსი გოლკიპერი ანტონ ჩიჩკანი. მან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა გახანგრძლივების პერსპექტივით.

ჩიჩკანი გასულ სეზონში თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, თუმცა ეროვნული ლიგის არცერთ შეხვედრაში არ უასპარეზია.

მას კარიერის
განმავლობაში რუსული "უფას", ბელორუსული "ბატეს", ასევე "სმოლევიჩის" ღირსება დაუცავს. 

"დინამოში" მისული კიდევ ერთი ლეგიონერი 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი (იხილეთ სტატიის ფოტოზე) გახლავთ. მანაც ჩიჩკანის მსგავსი კონტრაქტი გააფორმა.

ჰაიდინი მთელი კარიერის განმავლობაში სამშობლოში თამაშობდა და ბოლოს "ვოზდოვაცში" ირიცხებოდა. უასპარეზია ასევე "ცრვენა ზვეზდაში", სერბულ "სპარტაკში", "პაზოვაში", "ბასკსა" და "ზემუნში".

აქვე გვეტყვით, რომ "დინამოს" რიგები უკრაინელმა მცველმა ოლეკსანდრ აზაცკიმ დატოვა. 28 წლის ფეხბურთელმა ბათუმელთა მაისურით 65 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და სუპერთასის მოგებაც იზეიმა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
უკვე 3 ლეგიონერი დაიმატეს მაგრამ არცერთი არაა ბათუმის დინამოს შესაფერისი ფეხბურთელი,კატასტროფაა,აი 18 წ ბაგრატიონი კი კარგია
Aba hee
28 დეკემბერი 2022 19:02
0
Transfermarktze 150 atasad shefasebuli ra unda ikos? Am fasad aris bolnisis sionis naxevari gundi shefasebuli da barem iqedan gadmoekvanad vinmee...nu ar vici daiwko isev memgoni arafrismtqmeli satransfero ambebi da shedegebi ra iqneba ukve vxvdebit kvela...gmertma qnas vcdebode.
Givi
28 დეკემბერი 2022 18:22
1
ერათი 10 კაცი კიდე უნდა დაიმატონ ამათზე კვალიფიციურები რომ რამე გამოვიდეს ... ამათ შეცვლაზე თუ გამოიყენებ ... აზაცკი რაც წავიდა უკვე იმედის მომცემია ... ნავალაც ვეღარ იყო ხოდზე ასე რომ კაი წასასვლელები მაინც რომ წავიდნენ ...
bejo
28 დეკემბერი 2022 17:12
1
ყველაზე უფრო მომწონს, ბათუმი გაძლიერდას რო წერენ :))) ვისი მოტყუება უნდათ?! მოყავთ კატასტროფა ლეგიონერები ნახეთ რა საშინელი სივიაქვთ როგორც დისციპლინით ისე საქმისადმი მიდგომით ამ ორ არფელის ნაცვლად ერთი მოიყვანო ხო ჯობია?
beqa
28 დეკემბერი 2022 16:38
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული