ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ზღვისპირულ გუნდში ჩაირიცხა, 18 წლის ნახევარმცველი მუხრან ბაგრატიონია.
ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. მასთან ოფიციალური შრომითი ხელშეკრულება 2-წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ბათუმელთა რიგებს შეემატა 27 წლის ბელორუსი გოლკიპერი ანტონ ჩიჩკანი. მან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა გახანგრძლივების პერსპექტივით.
ჩიჩკანი გასულ სეზონში თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, თუმცა ეროვნული ლიგის არცერთ შეხვედრაში არ უასპარეზია.
მას კარიერის
"დინამოში" მისული კიდევ ერთი ლეგიონერი 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი (იხილეთ სტატიის ფოტოზე) გახლავთ. მანაც ჩიჩკანის მსგავსი კონტრაქტი გააფორმა.
ჰაიდინი მთელი კარიერის განმავლობაში სამშობლოში თამაშობდა და ბოლოს "ვოზდოვაცში" ირიცხებოდა. უასპარეზია ასევე "ცრვენა ზვეზდაში", სერბულ "სპარტაკში", "პაზოვაში", "ბასკსა" და "ზემუნში".
აქვე გვეტყვით, რომ "დინამოს" რიგები უკრაინელმა მცველმა ოლეკსანდრ აზაცკიმ დატოვა. 28 წლის ფეხბურთელმა ბათუმელთა მაისურით 65 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და სუპერთასის მოგებაც იზეიმა.