"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

AutoSharing Option
"ტორპედო" ჩრდილომაკედონიელი შემტევით, დაშმირ ელეზით გაძლიერდა, - ამის შესახებ ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ქუთაისის "ტორპედომ" სატრანსფერო ბაზარზე საქმიანობა აქტიურად დაიწყო. გუნდის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელთან აწარმოებს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

მომდევნო სეზონში ტორპედოელთა ღირსებას 18 წლის ჩრდილომაკედონიელი დაშმირ ელეზი დაიცავს, რომლიც გუნდის შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს. გუნდის ახალწვეული, "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა. წარმატებით გავლილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კლუბსა და ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები მას ტორპედოსთან რრთად. ესეთი ტრანსფერები კი კარგ პლაცდარმს ქმნის ტორპედომ მაინც გაარღვიოს ეს მოჯადოებული წრე და შეაღწიოს ქართული რეალობისთვის ესოდენ სანატრელ ევროტურნირის ჯგუფში. ცნობილი ფაქტია ქართული გუნდები უცხოელ ლეგიონერებში ფულს არ (ვერ) იხდიან შესაბამისად ისეთი ფეხბურთელების ძებნას იწყებენ მერე ბაზარზე ვისაც არცერთ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აღარ აქვთ
და ამ ყველაფრის მერე როცა ტორპედომ ამ ბიჭში 100 000 € გადაიხადა
მგონი ცუდი მომენტი საერთოდ არაა:)) პრინციპში არც არაბიძეში გადაუხდიათ შარშან ნაკლები და ვფიქრობ არც მომავალში უნდა გაგვიკვირდეს მსგავსი ამ გუნდისგან. სანამ ქართული გუნდები ფეხბურთელში უბრალო თანხასაც ვერ იხდიან , მერე სომხური და თუნდაც მალტური გუნდები თუ რატო გვისწრებენ ევროტურნირებზე გასაკვირი საერთოდ აღარაა..
Charley
23:20 10-01-2023
3
საქართველოს ჩემპიონატი ასეთი მოლოდინებით (თეთრაძის მოსვლა და სხვ. გაცილებით მაღალი დონის როგორც უცხოელი, ისე ჩვენი თანაგუნდელების დაბრუნება მოლოდინს ქმნის იმისას, რომ საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იქნება (თუ მშვიდობა იქნა!). იმედია "კვიპროსელები" და სხვა არცთუ ისე მაღალი დონის ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერები ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნდებიან, რათქმაუნდა ფინანსურად გაძლიერების შემთხვევაში, რისი მოლოდინებიც ნამდვილად არსებობს!
ლაშა
00:08 11-01-2023
7

სიახლეები პოპულარული