"ტორპედო" ბრაზილიელი ლეგიონერით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"კაიკე დავიდ ფერეირა "ტორპედოს" შეუერთდა! 19 წლის ბრაზილიელი შემტეევი ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება და დღეს, დილის საწვრთნელ პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.
ბრაზილიელი ლეგიონერი გასულ სეზონში "ფლამენგოს" ღირსებას იცავდა. წარმატებებს ვუსურვებთ დავიდს "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა
ყოჩაღ ტორპედოს, მშვენიერ ტრანსფერებს ახორციელებენ. ჩელსის ყოფილი და ახლა ფლამენგოს ფეხბურთელები ნამდვილად ჟღერადია. წარმატება ტორპედოს.