"ტორპედომ" "ფლამენგოს შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედო" ბრაზილიელი ლეგიონერით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"კაიკე დავიდ ფერეირა "ტორპედოს" შეუერთდა! 19 წლის ბრაზილიელი შემტეევი ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება და დღეს, დილის საწვრთნელ პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

ბრაზილიელი ლეგიონერი გასულ სეზონში "ფლამენგოს" ღირსებას იცავდა. წარმატებებს ვუსურვებთ დავიდს "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბრავო ტორპედოს საკმაოდ ჭკვიანურ ტრანსფერს ანხორციელებენ, ბრაზილიის ამ მომენტში საუკეთესო კლუბ ფლამენგოს განაცხადში ვიღაც ფეხბურთელს არავინ შეიყვანდა და თუნდაც ის დუბლებშიც ეთამაშებიათ. დიდ გუნდშიც ითამაშა ბოლო ორი თამაში თან არტურო ვიდალი შეცვალა ბოლო ტურში წარმატებები მას და ტორპედოს. კონფერესლიგაზე გესახელებიოთსაქართვლელოს სახელი.
Charley
21:07 20-01-2023
0
ტორპედომ ბოლოს მართლა არ აუსრულოს კუჭავას დანაპირები. DDD
ყოჩაღ ტორპედოს, მშვენიერ ტრანსფერებს ახორციელებენ. ჩელსის ყოფილი და ახლა ფლამენგოს ფეხბურთელები ნამდვილად ჟღერადია. წარმატება ტორპედოს.
G.LA
22:39 20-01-2023
0

სიახლეები პოპულარული