"ტორპედოში" 18 წლის ჩრდილომაკედონიელი ტალანტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
"Facebook-გვერდ" 90 წუთი/90 min.-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი ფეხბურთელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის ამჟამინდელმა მფლობელმა ახალგაზრდა შემტევის დამატების შესახებ 10 იანვარს გვაუწყა, თუმცა ზემოთ აღნიშნული გვერდი ახლა წერს:

"ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი თავდამსხმელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ფეხბურთელი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე არ იმყოფება.

ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელმა საქართველოსთან ადაპტაცია ვერ გაიარა, რადგან ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში, მამა გარდაეცვალა, სამშობლოში დაბრუნდა, მშობლიურ გარემოს ვეღარ ტოვებს და "ტორპედოს" ზარებს აღარ პასუხობს", - წერია
პოსტში.

alt"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ტუ ტალანტია ტორპედოში რაღა უნდა გამაგებინეთ :D
IRAKLA
10:55 24-01-2023
11
არ მოეწონა ქუთაისი :)) და ხრუშოვკები
beqa
11:35 24-01-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული