"ტორპედოში" 18 წლის ჩრდილომაკედონიელი ტალანტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
"Facebook-გვერდ" 90 წუთი/90 min.-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი ფეხბურთელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის ამჟამინდელმა მფლობელმა ახალგაზრდა შემტევის დამატების შესახებ 10 იანვარს გვაუწყა, თუმცა ზემოთ აღნიშნული გვერდი ახლა წერს:

"ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი თავდამსხმელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ფეხბურთელი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე არ იმყოფება.

ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელმა საქართველოსთან ადაპტაცია ვერ გაიარა, რადგან ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში, მამა გარდაეცვალა, სამშობლოში დაბრუნდა, მშობლიურ გარემოს ვეღარ ტოვებს და "ტორპედოს" ზარებს აღარ პასუხობს", - წერია
პოსტში.

alt"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
Ყიფიანის წასვლის მერე რომელმა თქვენმა ტალანტმა ითამაშა ფეხბურთი?
Მანუჩარაო...ისე მესხიც იქნება ქუთეისში ნამყოფი და იამანიძე,ღოღობერიძე...
Ტორპედოს სკოლაო-რა სკოლა გაქვთ მაგისთანა?დაგავიწყდა ცოტა ხნის წინ ძეხვისა და პურის ფული არა გქონდათ ფეხბურთელებისთვის რო გეჭამათ?ყარაულიდან დაწყებული ყველა ლეგიონერი გიჩიოდათ დაგავიწყდათ? Ყველა ჩამოყვანილი ლეგიონერის ფული ბიუჯეტიდან რო დაფინანსდა დაგავიწყდათ?მშიერ ხალხს ლუკმა გამოაცალეთ და ვიღაც გადამთიელებს ჩვენი ჯიბიდან გადაუხადეთ.და აქ სკოლაო.კი ვიცით თქვენი სკოლს.საბჭოთა დროიდან მოსყიდული თამაშების სკოლა.
სოსო-ს
25 იანვარი 2023 06:46
5
რატომ გვიყვარს ქართველებს არაფრისგან საკამათო თემის შექმნა?
კომენტარში, IRAKLA-მ იგულისხმა, რომ ქართული კლუბების ბიუჯეტიდან გამომდინარე ევროპული ტალანტის შეძენა ნაკლებად სავარაუდოაო. და არა ის, თითქოს ქუთაისში საფეხბურთო ტალანტები არ იბადებიან. ნახევარი თბილისის დინამო (იგივე, მაშინდელი საქართველოს ნაკრები) სულაც ქუთაისელი ბიჭები არ იყვნენ? თან როგორი ბიჭები.
მიშა
25 იანვარი 2023 06:15
0
Არავინ არ გადარებთ.ეგ თქვენ ედრებიათ და ვერ ინელებთ რო არავინ არ ხართ
IM-ს
24 იანვარი 2023 20:46
0
Მეგრელაძეს ყიფოსთან რო ეთამაშა ის უფრო ძლიერი თავდამსხმელი იქნებოდა ვიდრე შენგელია.
Ყიფოს მერე შენგელიას რამდენი გოლი აქ გატანილი იცი?
კაი ერთი
24 იანვარი 2023 20:44
1
თბილისელი და დინამოს დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ, რამაზ შენგელიას დონის თავდამსხმელი საქართველის არ ყოლია!
Gio tbilisi
24 იანვარი 2023 19:33
0
Საყრდენი არა დედაბოძი კიდევ.ერთი სუპერვარსკვლავი მითხარი,ერთი.მესხისნაირი ან ყიფოსთან ახლოს მისული.ერთი მითხარი ვინმე საყრდენი ვინც იყო
Მერაბი-ს
24 იანვარი 2023 17:16
1
Ეგენი ვინც ჩამოთვალე რომელი იყო სუპერ ვარსკვლავი? Თქვენ რო მესხი,ყიფიანი,ჩივაძე,გუცაევი,არველაძე,გინქლაძე და ა.შ.გყოლოდათ მაშინ ხო საერთოდ დაგვახრჩობდით.
Ვინც თქვენ ერთად ჩამოთვალე სუყველა ცალცალკე ჩემ ჩამოთვლილის ფასი არ არი.
სოსო-ს
24 იანვარი 2023 17:13
6
ტალანტს ტორპედოში რა უნდაო და ტორპედოდან წამოსული ვარსკვლავები ჩამოვთვალე,რაც უცბად გამახსენდა თორემ მურთაზ ხურცილავასაც აქვს ტორპედოს სკოლა გამოვლილი და მანუჩარ მაჩაიძეს,ნათამაშები და ანზორ კავაზაშვილსაც და რამაზ ურუშაძესაც.ეს ბიჭები, დღესაც ნებისმიერ ლიგას დაამშვენებდნენ.არც პირდაპირ დინამოსთან ტორპედოს დაპირისპირებაა კორექტული,იმიტომ რომ დინამო,არაოფიციალური საქართველოს ნაკრები იყო და ტორპედოს,მისთვის ტალანტების გამოზრდა და დინამოს კონდიციებამდე მიყვანა ევალებოდა.ყველა მაშინდელი ქართველი ფეხბურთელისათვის,დინამო,ცხოვრების ოცნება იყო და სსრკ ნაკრების გარდა,ამაზე დიდი ოცნება,არც არავის ჰქონდა.ახლანდელებს,ბევრს წარმოდგენაც კი არა აქვს მაშინდელ სისტემაზე და დინამოს,ამის გამო ვერ იტანენ.არადა დინამო,სპეციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე იყო შექმნილი და აქ აყვანილი ფეხბურთელები,ვერც ჯარში და შესაბამისად ცსკაში ვერ მიჰყავდათ და ვერც სხვა დინამოებში.თუმცა ჯარში გაწვევა,მაინც მთავარი იყო.სხვა შემთხვევაში,ქართველ ტალანტებს რუსეთში გაიწვევდნენ და ან იქ დაარჩენდნენ,ან კიდევ დამტვრეულ გაუბედურებულებს დააბრუნებდნენ.ამიტომ ჰყავდა აჭარასაც და აფხაზეთსაც დინამოები.ბათუმისა და სოხუმის.ისინიც ამით ინარჩუნებდნენ ფეხბურთელებს,ცსკასა და სხვა არმიული გუნდებისაგან.
სოსო
24 იანვარი 2023 22:07
1
Shen super varskvlavis mnishvneloba ici tu prosta idzaxi???
L.J .
24 იანვარი 2023 20:10
0
ყველა გამოხმაურება
ყოველთვის ესე ხდება როცა ვინმე ფბ-ზე მოჟურნალისტე რაღაც აფსურდს ამოქექავს და ექსკლუზივი გგონია მერე იგივე პოსტზე არგუმენტირებულად ანახებენ რეალობას ვერ ღებულობს და პოსტზე კომენტარების სექციასაც უთიშავს. სიმართლე ყოველთვის ერთია მარა ვისაც როგორ აწყობს ისე ჯერა, მერე რა რომ აფსურდია მას მას ესე აწყობს და მორჩა...

P.S.
გამძლეობა მაგ ბიჭს იმედია გამონახავს ძალებს საკუთარ თავში და ფეხბურთის ხალისს არ დაკარგავს
და თუ მაინც არაფერი გამოვიდა
ტორპედო მაგ თანხად (100 000€) ნაკლები შესაძლებლობების ლეგიონერს და ტალანტს რო არ ჩამოიყვანს ეგ ისედაც ნათელია
ELMAS 7
24 იანვარი 2023 14:55
0
რაც მოსახდენია,ის გარდაუვალია. მშვიდად "ტორპედო".გონივრული განსჯით გააგრძელეთ ახალი გუნდის შენება.ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მყარი საყრდენი იყავით ყოველთვის და უნდა იყოთ მომავალშიც!
მერაბი
24 იანვარი 2023 14:38
1
ქუთაისში რო ჩამოსულიყო აჯობებდა კი ისეთ გვერდში დგომას და ადამიანობას დაანახებდენ მარა ქუთაისში 1 დღე არ ყოფილა გუნდი თბილისში იყო და კონტრაქტიც თბილისში გააფორმა.
მამაც უკვე 1 თვის გარდაცვლილი ყავს და თბილისში ყოფნის დროს უკვე ბაბუა გარდაეცვალა ესაა სიმართლე. ამის მერე ვიღაც გაურკვეველი წარმომავლობის და განათლების მქონე ჟურნალისტი წერს რო თურმე ოჯახის წევრის პანაშვიდზე როცა მიდიხარ საქმე ადაპტაციის პრობლემასთან გვაქვს
ELMAS 7
24 იანვარი 2023 14:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული