"ტორპედოში" 18 წლის ჩრდილომაკედონიელი ტალანტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
"Facebook-გვერდ" 90 წუთი/90 min.-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი ფეხბურთელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის ამჟამინდელმა მფლობელმა ახალგაზრდა შემტევის დამატების შესახებ 10 იანვარს გვაუწყა, თუმცა ზემოთ აღნიშნული გვერდი ახლა წერს:

"ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი თავდამსხმელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ფეხბურთელი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე არ იმყოფება.

ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელმა საქართველოსთან ადაპტაცია ვერ გაიარა, რადგან ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში, მამა გარდაეცვალა, სამშობლოში დაბრუნდა, მშობლიურ გარემოს ვეღარ ტოვებს და "ტორპედოს" ზარებს აღარ პასუხობს", - წერია
პოსტში.

alt"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ტუ ტალანტია ტორპედოში რაღა უნდა გამაგებინეთ :D
IRAKLA
24 იანვარი 2023 10:55
11
რეზო ძოძუაშვილი,ოთარ გაბელია,რამაზ შენგელია,თენგიზ სულაქველიძე,თამაზ კოსტავა...ეს რაც ერთ წამში გამახსენდა,ის სახელებია.ერთი პატარა ქალაქის კვალობაზე,მგონი ცოტა არ არის,მაგრამ თუ ეს სახელები არ გაგიგიათ,ამ საიტზე რაღა გინდათ,ეგ უკვე,მე ვეღარ მესმის.მაგ ბიჭმა თუ ამათ დონეზე ითამაშა,აფერუმ მის ვაჟკაცობას!
სოსო
24 იანვარი 2023 15:15
4
გაუგებარია, ევროპელი ტალანტი საქ ჩემპიონატში )))
მეგრელი
24 იანვარი 2023 12:18
6
არ მოეწონა ქუთაისი :)) და ხრუშოვკები
beqa
24 იანვარი 2023 11:35
6
Oo makedonia xom mkavs ra, sasacilo. Jer serbetshi Rom chaxval belgradshi guli shegicuxdeba dá makedonia tavisi karikaturuli dedakalakit xom saertod
Niko
24 იანვარი 2023 13:55
2
რაც მოსახდენია,ის გარდაუვალია. მშვიდად "ტორპედო".გონივრული განსჯით გააგრძელეთ ახალი გუნდის შენება.ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მყარი საყრდენი იყავით ყოველთვის და უნდა იყოთ მომავალშიც!
მერაბი
24 იანვარი 2023 14:38
1
ქუთაისში რო ჩამოსულიყო აჯობებდა კი ისეთ გვერდში დგომას და ადამიანობას დაანახებდენ მარა ქუთაისში 1 დღე არ ყოფილა გუნდი თბილისში იყო და კონტრაქტიც თბილისში გააფორმა.
მამაც უკვე 1 თვის გარდაცვლილი ყავს და თბილისში ყოფნის დროს უკვე ბაბუა გარდაეცვალა ესაა სიმართლე. ამის მერე ვიღაც გაურკვეველი წარმომავლობის და განათლების მქონე ჟურნალისტი წერს რო თურმე ოჯახის წევრის პანაშვიდზე როცა მიდიხარ საქმე ადაპტაციის პრობლემასთან გვაქვს
ELMAS 7
24 იანვარი 2023 14:19
0
თბილისელი და დინამოს დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ, რამაზ შენგელიას დონის თავდამსხმელი საქართველის არ ყოლია!
Gio tbilisi
24 იანვარი 2023 19:33
0
რატომ გვიყვარს ქართველებს არაფრისგან საკამათო თემის შექმნა?
კომენტარში, IRAKLA-მ იგულისხმა, რომ ქართული კლუბების ბიუჯეტიდან გამომდინარე ევროპული ტალანტის შეძენა ნაკლებად სავარაუდოაო. და არა ის, თითქოს ქუთაისში საფეხბურთო ტალანტები არ იბადებიან. ნახევარი თბილისის დინამო (იგივე, მაშინდელი საქართველოს ნაკრები) სულაც ქუთაისელი ბიჭები არ იყვნენ? თან როგორი ბიჭები.
მიშა
25 იანვარი 2023 06:15
0
Არავინ არ გადარებთ.ეგ თქვენ ედრებიათ და ვერ ინელებთ რო არავინ არ ხართ
IM-ს
24 იანვარი 2023 20:46
0
ყოველთვის ესე ხდება როცა ვინმე ფბ-ზე მოჟურნალისტე რაღაც აფსურდს ამოქექავს და ექსკლუზივი გგონია მერე იგივე პოსტზე არგუმენტირებულად ანახებენ რეალობას ვერ ღებულობს და პოსტზე კომენტარების სექციასაც უთიშავს. სიმართლე ყოველთვის ერთია მარა ვისაც როგორ აწყობს ისე ჯერა, მერე რა რომ აფსურდია მას მას ესე აწყობს და მორჩა...

P.S.
გამძლეობა მაგ ბიჭს იმედია გამონახავს ძალებს საკუთარ თავში და ფეხბურთის ხალისს არ დაკარგავს
და თუ მაინც არაფერი გამოვიდა
ტორპედო მაგ თანხად (100 000€) ნაკლები შესაძლებლობების ლეგიონერს და ტალანტს რო არ ჩამოიყვანს ეგ ისედაც ნათელია
ELMAS 7
24 იანვარი 2023 14:55
0
Საყრდენი არა დედაბოძი კიდევ.ერთი სუპერვარსკვლავი მითხარი,ერთი.მესხისნაირი ან ყიფოსთან ახლოს მისული.ერთი მითხარი ვინმე საყრდენი ვინც იყო
Მერაბი-ს
24 იანვარი 2023 17:16
1
Მეგრელაძეს ყიფოსთან რო ეთამაშა ის უფრო ძლიერი თავდამსხმელი იქნებოდა ვიდრე შენგელია.
Ყიფოს მერე შენგელიას რამდენი გოლი აქ გატანილი იცი?
კაი ერთი
24 იანვარი 2023 20:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული