ოფიციალურად - ოქრიაშვილი "გაგრაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"გაგრას" საიტი იტყობინება, რომ 31 წლის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მშობლიურ გუნდში დაბრუნდა:

"ლეგენდა სახლში დაბრუნდა. ოქრი იყო, ოქრი არის, ოქრი იქნება გაგრელი".

ოქრიაშვილი "გაგრაში" 2009-10 წლებში თამაშობდა. ბოლოს კვიპროსის "აპოელის" წევრი იყო, რომელიც გასული წლის ზაფხულში დატოვა.

ოქრიაშვილი "გაგრაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კონტრაქტის დეტალები კი უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან მიყვარს ეს ბიჭი მისი თავდადებული თამაშის გამო ნაკრებში.გული მწყდება რომ იმ დონეზე ვერ ითამაშა რაც შეეძლო. ხასიათის გამო.
არტ
03:24 21-02-2023
2
ბელორუსიამდე ვიცოდი რა მაგარი იყო უბრალოდ მანდ გამოჩნდა ... მანამდე ვიძახი სანამ მანდ გოლს გაიტანდა ბიჭი დაფრინავდა და ხასიათოს გამო... როგორ გული მწყდება თქვენ არ იცით ეჰ..
ცოტნე
21:38 20-02-2023
3

სიახლეები პოპულარული