ოფიციალურად - ოქრიაშვილი "გაგრაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"გაგრას" საიტი იტყობინება, რომ 31 წლის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მშობლიურ გუნდში დაბრუნდა:

"ლეგენდა სახლში დაბრუნდა. ოქრი იყო, ოქრი არის, ოქრი იქნება გაგრელი".

ოქრიაშვილი "გაგრაში" 2009-10 წლებში თამაშობდა. ბოლოს კვიპროსის "აპოელის" წევრი იყო, რომელიც გასული წლის ზაფხულში დატოვა.

ოქრიაშვილი "გაგრაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კონტრაქტის დეტალები კი უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან მიყვარს ეს ბიჭი მისი თავდადებული თამაშის გამო ნაკრებში.გული მწყდება რომ იმ დონეზე ვერ ითამაშა რაც შეეძლო. ხასიათის გამო.
არტ
21 თებერვალი 2023 03:24
2
ბელორუსიამდე ვიცოდი რა მაგარი იყო უბრალოდ მანდ გამოჩნდა ... მანამდე ვიძახი სანამ მანდ გოლს გაიტანდა ბიჭი დაფრინავდა და ხასიათოს გამო... როგორ გული მწყდება თქვენ არ იცით ეჰ..
ცოტნე
20 თებერვალი 2023 21:38
3
ანუ ეხლანდელები არ დებენ გულს და სულს? ივარჯიშოს ავიდეს ნაკრების დონეზე და ამოაგდოს ვინმე თუ იმსახურებს,
???
20 თებერვალი 2023 19:27
2
ეჰ ოქრი რამხელა ნიჭის პატრონი ხარ და დინამო,ტორპედო,ბათუმსაც აღარ უნდიხარ.ადამიანმა საკუთარი ხელით გაინადგუროს კარიერა,თორნიკე ამის ნათელი მაგალითია.სამწუხაროა.
Master
20 თებერვალი 2023 19:03
0
Es adamiani nakrebshi mteli sulit da gulit tamashobs da amisatvis elemetalur pativiscemas mainc unda imsaxurebdes,cinizmi ra shuashia ver gavige?!
Givi
20 თებერვალი 2023 14:48
4
Mesmis ise ver ganavitara kariera rogorc gvindoda,magram nakrebshi yoveltvis guls da sul debda da dadebs(imedi maqvs kidev itamashebs)tu daushava sakutar tavs mxolod,es vitom "dacinva" ra sachiroa eg ar mesmis???
L.J .
20 თებერვალი 2023 13:34
2
ისედაც დაქცეული გაგრას ეგღა აკლდა სრული წარმატებისათვის:))))) ვნახოთ რამდენ გოლს გაიტანს
Eh gagra
20 თებერვალი 2023 11:05
6
კარგით რაა, რომელი ლეგენდა ეგ არის? როცა მოვუწოდებდით ვარჯიშს და დისციპლინას რაღაცის შანსი ქონდა. ახლა კი ჩვეულებრივი ლუზერია.
G.LA
20 თებერვალი 2023 10:24
9
კიბატონო შეიძლება პროფესიონალიზმი დაეწუნება რაც თავის საქმეა, მაგრამ ნაკრებისთვის სულ ბოლომდე იხარჯებოდა და ამიტომაც მიყვარს!
gionat
20 თებერვალი 2023 16:25
1
ეჰ ამას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა! მახსოვს ამის თამაშებზე ხალხი სტადიონზე დადიოდა მათ შორის მეც! რა მაგარი იყო თქვენ არ იცით ! მაგრამ ხასიათის გამო და სიზააცის გამო კარიერა გაიფუჭა! ახალგაზრდული ეთამაშებოდა ესტონეთს და ლოკომოტოვი გადატენილი იყო!
ცოტნე
20 თებერვალი 2023 03:54
2
ბელორუსთან გატანილი გოლის შემდეგ ყველას გვეგონა რომ ვარვსკლავი დაიბადა. სევილიასთან მაკრატელა რად ღირდა და სხვა გოლებიც. მეტი შეეძლო. ახლაც მეიმედება რომ ფორმაშუ ჩადგება და ნაკრებს დაეხმარება თუ მოინდომებს. მაგრამ მოინდომებს თუ არა ეგ მასზეა დამოკიდებული
ვანჩოპე
20 თებერვალი 2023 11:20
1

სიახლეები პოპულარული