თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა

AutoSharing Option
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბს უნგრული "ფერენცვაროშიდან" იჯარის წესით შემოუერთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა.

სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი "ფერენცვაროშში", შვედურ "გიოტებორგსა" და თბილისის "საბურთალოში" ასპარეზობდა.

გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. თბილისური კლუბის ახალწვეული სავარჯიშო პროცესში 21 თებერვლიდან ჩაერთვება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნინუაც მოიყვანოს რომელიმე გუნდმა კაი იქნება. პაოკის განაცხადში ვერ ხვდება და აქ მაინც გამოადგება ვინმეს. ორივე უნიჭიერესია წარმატებები
Haaland
17:48 21-02-2023
2
ჩერჩესოვი ქართველს გაახარებდა?!
ლაშა
20:17 21-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული