"ტორპედომ" ნიგერიის ნაკრების გარემარბი და პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედო" კიდევ ორი ლეგიონერით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს.

"ტორპედომ" 28 წლის პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველ ალდაირ ნეტოს ერთწლიანი ხელშეკრულება გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმა. ის ბოლოს აზერბაიჯანის "შამახში" თამაშობდა.

ასევე ერთწლიანი კონტრაქტი გახანგრძლივების პერსპექტივით 24 წლის ნიგერიელ გარემარბ სანდეი ფალეიეს გაუფორმეს, რომელიც გასულ სეზონში ჩეხეთის "დუკლას" ღირსებას იცავდა. ფალეიემ თავისი ქვეყნის ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა ტორპედოს ნამდვილად, კაჭარავას დაბრუნება ეროვნულ ლიგას მეტად საინტერესოს ხდის, ისევე როგორც იმედისმომცემი 20 წლის ბრაზილიელი კაიკე დეივიდის დამატება. შესანიშნავადაა დაკომპლექტებული ყველა პოზიციაზე: მეკარეებიდან-ცენტრ ფორვარდებამდე, თანაც რამდენიმე ისეთი სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელია.

სამურკასოვის კარგი პერიოდი მახსოვს ლოკომიტივში და დარწმუნებული ვარ ქუთაისელთა შეუცვლელი ფეხბურთელი იქნება, წარმატებული დაბრუნება ეროვნულ ლიგაში.

მონტეირო-სანდოხაძე საკმაოდ ძლიერი დაცვის ცენტრია, ამას დამატებული უნიჭიერესი გოგლიჩძე.

ახვლედიანი, კაბაიერო, კაჭარავას ცენტრ ფორვარდების ტრიო ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

წარმატებები მინდა ვუსურვო ცალკე არაბიძეს, ძალიან მჯერა მისი საფეხბურთო ნიჭის, უნარების და შესაძლებლობების.

ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ტორპედო ამ სეზონში, ევროსარბიელიც მეტად იმედისმომცემია, იმსახურებდა ქუთაისი და ქუთაისელები ასეთ ძლიერ გუნდს და წარმატებები მათ.
ერეკლე
25 თებერვალი 2023 13:49
0
მართლა კაი ფეხბურთელები დაიმატა ტორპედომ,ერთი კაი მწვრთნელი უნდა ტორპედოს.ჩხეტოზე იძახიან ჯიგარიაო,მაგრამ მწვრთნელობაში გაგებაში არ არი და თუ გინდა მოკალი.მარტო შეძახილებით და ფეხბურთელების შექებით სათადარიგო სკამიდან არაფერი გამოვა.
ბაბუაწვერა
25 თებერვალი 2023 12:38
3
გეთანხმები 100 პროცენტით.ჩხეტო სუსტი მწვრთნელია იმ მიზნების მიღწევისთვის რაც გუნდს აქვს დასახული. უფრო ძლიერ უცხოელ მწვრთნელს იმსახურებს ეს გუნდი.
mamulo
25 თებერვალი 2023 23:18
0
მართლა კაი სასტავს მოუყარა თავი ტორპედომ...
ასევე
25 თებერვალი 2023 11:12
0
ნამდვილი მზეჭაბუკია. მერე როგორ ჭირდება ერს გამრავლება. ჩვენი დევიზია: მეტი აფრიკელი სამშობლოს!!!!!!!
ცვეტნოი ქუთეისი
25 თებერვალი 2023 07:37
10
ერთი კაი მწვრთნელი და ეგაა
torpedo
25 თებერვალი 2023 02:23
1
ძაან კარგია
beqa
24 თებერვალი 2023 22:29
0
ტორპედო ჩემპიონია წელს
Juve
24 თებერვალი 2023 21:56
2
ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ წლევანდელი ეროვნული ლიგა, წინა და დანარჩენი წლებისგან განსხვავებით ბევრად დაძაბული და განსხვავებული იქნება! განის და სენეგალის ნაკრებებიდან არიან ასევე ქართულ კლუბებში მოწვეული ფეხბურთელები!
ლაშა
24 თებერვალი 2023 21:13
0

სიახლეები პოპულარული