დღეს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში ორი მატჩი გაიმართა.
თბილისის „დინამომ“ სტუმრად 2:1 დაამარცხა „დილა“.
4 მარტს „დილა“ ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის „დინამო“ „სამტრედიას“ შეხვდება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 კამარა (35), 1:1 გეილი (40), 1:2 სხირტლაძე (53)
გაძევება: ტაბიძე (54, დინამო), თევზაძე (80, დილა)
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „სამტრედიამ“ 65-ე წუთზე ნაჭყებიას გატანილი გოლით სახლში „თელავს“ 1:0 სძლია.