"სამგურალი" იაპონელი ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
"სამგურალმა" იაპონელი ლეგიონერი დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"26 წლის იაპონელი ნახევარმცველი ტაიკი კაგაიამა წყალტუბოს "სამგურალში" ითამაშებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

"სამგურალის" ახალწვეული იაპონური "JFA აკადემიის" აღზრდილია. სამშობლოში "კანსაი უნივერსიტეტის" ღირსებას იცავდა. 2018 წლიდან მან საფეხბურთო კარიერა ფინურ "მუსაში" გააგრძელა. მალევე ის ფინურ KPV- ში გადავიდა. 2020 წელს კაგაიამა "ინტერ ტურკუს" ფეხბურთელი გახდა, სადაც 2 სეზონის განმავლობაში ჩემპიონატსა და თასზე 55 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 2020-21 წლებში "ინტერ ტურკუს" რიგებში
გახდა ფინეთის ვიცე-ჩემპიონი და ფინეთის თასის ვერცხლისმედალოსანი. ითამაშა ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრაში. ტაიკი კაგაიამა ბოლოს მალაიზიის სუპერლიგის კლუბ "საბაჰში" ასპარეზობდა, სადაც 23 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ჩემპინატი ყველაზე ძლიერი უნდა გამოდგეს და კიდევ უფრო განვითარდეს მას შემდეგ, რაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება და სტადიონი და ინფრასტრუქტურა აშენდება!
ლაშა
00:09 28-02-2023
0
ვაი თქვენს პატრონს:(((( ესაა ქართული ფეხბურთი?
ჯაპანა
01:48 28-02-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული