![](https://sportall.ge/pictures/image5/690b0211c4d996b5814607f9b56fafb3.jpg)
ბათუმის "დინამომ" მონტენეგროელი მცველი დაიმატა, - ამის თაობაზე აჭარული კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:
"ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 33 წლის მონტენეგროელი ცენტრალური მცველი - საშა ბალიჩი დაიცავს.
შეთანხმება ერთწლიან ურთიერთთანამშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს".
ბალიჩი ბოლოს პოლონეთის "კორონაში" თამაშობდა. მან თავისი ქვეყნის ნაკრების ღირსება 11 მატჩში დაიცვა.