პირველ ტაიმში სტუმრები შ. ნონიკაშვილმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესული ბიძინაშვილის დარტყმული ბურთი „საბურთალოს“ მეკარე მეგრელიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კაპანაძემ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. მერე თავად ბიძინაშვილმაც გაიტანა, ფლამარიონმაც და აჭარულმა გუნდმა სეზონის სტარტზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ბათუმის „დინამო“ 8 მარტს გორში „დილას“ დაუპირისპირდება, ხოლო „საბურთალო“ რუსთავში „შუქურას“ შეხვდება.
ბათუმი. “აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 3:1
გოლები: 0:1 შ. ნონიკაშვილი (32), 1:1 კაპანაძე (49), 2:1 ბიძინაშვილი (56), 3:1 ფლამარიონი (60)