ეროვნული ლიგა. IV ტური: ბათუმის "დინამო" გალიდერდა - "ტორპედო" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 12 მარტს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამომ“ დაძაბულ შეხვედრაში „სამტრედიას“ 3:2 სძლია და პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა თუ თბილისის „დინამომ“ ხვალ „სამგურალი“ დაამარცხა, ლიდერობას დაიბრუნებს.

აღსანიშნავია „ტორპედოს“ ზედიზედ მეორე გამარჯვება, რომელმაც „გაგრას“ 3:1 მოუგო და მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა. კვლავ გამოიჩინეს თავი ნიკა კაჭარავამ და გიორგი არაბიძემ - კაჭარავამ დუბლი შეასრულა, არაბიძემ კი გოლი გაიტანა
და საგოლე გადაცემა გააკეთა.

"საბურთალო" და "დილა" დაზავდნენ, ხოლო "თელავმა" "შუქურა" დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამტრედია 3:2
გოლები: 0:1 გვიშიანი (20), 1:1 ბიძინაშვილი (24), 1:2 ნაჭყებია (49), 2:2 ტეიდი (69), 3:2 ფლამარიონი (79)

რუსთავი. „ტექნიკური ცენტრი“
საბურთალო - დილა 0:0

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე“
ტორპედო - გაგრა 3:1
გოლები: 0:1 ბუტრიფი (2), 1:1 კაჭარავა (7), 2:1 კაჭარავა (39), 3:1 არაბიძე (48)

ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
შუქურა - თელავი 1:2
გოლები: 1:0 ჯიქია (22, საკ. კარში), 1:1 ილურიძე (45+3), 1:2 აშორტია (75)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრავო ტორპედო
ყოჩაღ ტორპედო
23:41 12-03-2023
1
კაჭარავას როგორ ეტყობა რომ სხვა დონეა რაა
ilar10N Youtube
02:21 13-03-2023
1

სიახლეები პოპულარული