ეროვნული ლიგა. III ტური: 17 წლის სიგუამ ისევ გაიტანა - თბილისის "დინამო" ერთპიროვნულად გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტური გაიმართა - თბილისის "დინამო" 9 ქულით გალიდერდა, მეორე ადგილზე 7 ქულით ბათუმის "დინამოა", ხოლო მესამეზე 6 ქულით - "სამგურალი".

„დილა“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ დაუზავდა - 1:1. დებიუტში მასპინძლები გეილიმ დააწინაურა, სადღაც 30-ე წუთისთვის უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და 74-ე წუთზე მამუჩაშვილმა ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. ბოლო წუთზე პირისპირ გასულ ფლამარიონს გატანა გორელთა უკრაინელმა მეკარე კუჩერენკომ არ დაანება და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 გეილი (3),
1:1 მამუჩაშვილი (74)

თბილისის „დინამომ“ „გაგრა“ 5:3 დაამარცხა და ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. დინამოელთა 17 წლის ნახევარმცველმა სიგუამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

თბილისი. „ილია კოკაია“

გაგრა - დინამო (თბ) 3:5
გოლები: 0:1 იმრანი (9), 1:1 მარკონდელე (38), 1:2 კამარა (43), 1:3 მარუშიჩი (47), 1:4 სიგუა (48), 1:5 კამარა (55), 2:5 შონია (74), 3:5 შონია (84)

„ტორპედომ“, რომელიც ტურნირის სტარტზე ორ ფრეს დასჯერდა, სტუმრად 2:0 მოუგო „სამტრედიას“. ანგარიში საჯარიმოდან არაბიძემ გახსნა, შემდეგ კი მეტოქის კარი კაჭარავამ დალაშქრა, რომელმაც ქუთაისელთა რიგებში პირველი გოლი გაიტანა.

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“

სამტრედია - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 არაბიძე (33), 0:2 კაჭარავა (66)

„საბურთალომ“ 2:1 სძლია „შუქურას“. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს აჭარულ გუნდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 2020 წლის შემდეგ „საბურთალოში“ პირველად ითამაშა მეკარე კუპატაძემ.

რუსთავი. „ტექნიკური ცენტრი“

საბურთალო - შუქურა 2:1
გოლები: 1:0 სილაგაძე (8), 1:1 ჯანელიძე (27), 2:1 სიხარულიძე (31)

„სამგურალმა“ სახლში 1:0 დაამარცხა „თელავი“, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატზე ჯერ გოლი არ გაუტანია.

ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
სამგურალი - თელავი 1:0
გოლი: კალანდარიშვილი (42)

მეოთხე ტურის მატჩები 12 და 13 მარტს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ დინამო! ეგრე უნდა მაგათ.
მაგათი ადგილი მეორე ლიგაშია
დინამო ჩემპიონ
23:36 08-03-2023
4

სიახლეები პოპულარული