თბილისის "დინამომ" ისევ გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „დინამომ“ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა.

პირობითი მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა სტუმართა გუნდის მეკარე შოვნაძე. 69-ე წუთზე სხირტლაძე წააქციეს, მსაჯმა კვირიკაშვილმა საჯარიმო დანიშნა, თუმცა საქმეში VAR-ი ჩაერია და არბიტრს მიუთითეს, რომ წესების დარღვევას საჯარიმოში ჰქონდა ადგილი და პენალტით დედაქალაქური გუნდი მოისწრაფიშვილმა დააწინაურა. კომპენსირებულ დროში წყალტუბოელთა კარი ხარაიშვილმა დალაშქრა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა.

მოკლედ, თბილისის „დინამომ“ ჩემპიონატის მეოთხე მატჩიც მოიგო, ლიდერია და მეორეადგილოსანი ბათუმის „დინამო“ 2 ქულით ჩამოიტოვა.

მეხუთე ტური
18 და 19 მარტს გაიმართება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დინამო (თბ) - სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (69, პენ), 2:0 ხარაიშვილი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 1 /
წელსაც თუ ვერ მოახერხა გუნდმი ევროპა ან კონფერნეს ლიგაზე გასვლა სირცხვილი იქნება
რიკი
21:51 13-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული