ოფიციალურად - "თელავის" მწვრთნელად სომხეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი დაინიშნა

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, "თელავი" სომეხმა ბიზნესმენმა შეიძინა, რის შემდეგაც გია ცეცაძის ნაცვლად მწვრთნელად ვარდან მინასიანი დაინიშნებოდა. დღეს კახურმა კლუბმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - 49 წლის ვარდან მინასიანი.

ვარდან მინასიანი - დაიბადა 1974 წლის 5 იანვარს ერევანში, წარსულში "პიუნიკის" და სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი და მერე უკვე მწვრთნელი.

სამწვრთნელო კარიერა

2003/2004 სომხეთი (U-19)
2004/2005 პიუნიკი (სომხეთი)
2007/2008 სომხეთი (ეროვნული)
2008/2011 პიუნიკი (სომხეთი)
2009/2013 სომხეთი (ეროვნული)
2012/2013 პიუნიკი (სომხეთი)
2014/2015 ტობოლი (ყაზახეთი)
2017/2018 სომხეთი (ეროვნული)
2018/2020 არარატ-არმენია (სომხეთი)
2021 თარაზი (ყაზახეთი)

სამწვრთნელო ტიტულები

სომხეთის ჩემპიონი (5) - 2008, 2009, 2010, 2018/2019, 2019/2020
სომხეთის თასი (2) - 2009, 2010
სომხეთის სუპერთასი (3) - 2010/2011, 2011/2012, 2019/2020

როგორც უკვე ნახეთ, სკ "თელავის" ახალ მწვრთნელს სომხური ტიტულები არ აკლია, ამასთან ერთად კი, მის მთავარ მიღწევად სომხეთის ეროვნულ გუნდში ნაჩვენები შედეგები ითვლება, როდესაც ვარდან მინასიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში დანიას სტუმრად მოუგო 4:0, იტალიასთან სტუმრად ფრედ, 2:2 ითამაშა, სტუმრად მოუგო ჩეხეთს 2:1, შინ 2:1 დაამარცხა ბულგარეთი და მთლიანობაში, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სულ ცოტა დააკლდა მუნდიალის შესარჩევ პლეი-ოფში გასასვლელად.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვარდან მინასიანს თანაშემწეებად ორი თანამემამულე ჩამოჰყვა - არტაკ მოვსესიანი პირველი ასისტენტი იქნება, არტურ მკრტიჩიანი კი ფიზმომზადების მწვრთნელად იმუშავებს".

"თელავის" მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა დღესვე პირველი ვარჯიში ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მოკლედ ამ ხალხის მოსაწონი ხომ არაფერი არ მოხდა ამ ფეხბურთში რა, რა მნიშვნელობა აქვს რა ენაზე ატარებს ვარჯიშებს, გრანდები რომ უცხოური კაპიტალის საკუთრებაა გაყიდულია ინგლისი და საფრანგეთი? რატოა გაყიდული საქართველო? მერიიდან რომ აღარ დაფინანსდება და ვიღაცეების ახლობლებს რომ ერიცხებოდათ მუქთა ხელფასები იმათ რომ გაუშვებენ სამსახურიდან?
წითელი დრაკონი
19:44 23-03-2023
12
ნამეტანი უცნაური ამბავია.რა მაფიაა ვერ მიხვდება კაცი.სომხებმა ქართული კლუბი იყიდეს,სომხეთში დაილია გაჭირვებული კლუბები?მწვრთნელი როგორც ასეთი ნორმალური ჩანს,მაგრამ ძალიან,ძალიან უცნაური ფაქტია...
Master
23:29 23-03-2023
1

სიახლეები პოპულარული