მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

თბილისში „ილია კოკაიაზე“ „გაგრასა“ და „დილას“ შეხვედრა 0:0 დასრულდა. 51-ე წუთზე „გაგრას“ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ თამაშისას წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჯარიმა არ დანიშნეს. ოქრიაშვილმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააძევეს.

„სამგურალმა“ ზესტაფონში „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. წყალტუბოური გუნდიდან გოლები მეორე ტაიმში დავით მაისაშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ გაიტანეს. 90+1-ე წუთზე არბიტრმა დე
დაქალაქელთა მცველი გია ჩადუნელი გააძევა, რის შემდეგაც მისმა თანაგუნდელმა ლუკა სილაგაძემ ანგარიში შეამცირა.

შემდეგი ტური 12 და 13 აპრილს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ქერქეტა
!!
09 აპრილი 2023 20:39
3
რა დღეშია ითამაშე თუ თამაშობ ან დაანებე თავი შენც არმყავდე მაგარი ფეხბურთელი
beqa
09 აპრილი 2023 19:05
6
ოქრიაშვილის საქციელი არასწორია.
გარდა იმისა, რომ მსაჯს შეურაცყოფა მიაყენა, საკუთარი გუნდიც დააღალატა.
სპორტში ნიჭს ფასი არ აქვს, როცა დისციპლინა არ გივარგა და გუნდურადაც არ თამაშობ.
ფეხბურთის გული
10 აპრილი 2023 14:51
1
რაც გინდათ ის თქვით, ჯადოქარივითაა ეს კაცი ფეხბურთში. სასწაულად ნიჭიერი მოთამაშე. ნაკრებშიც დაბრუნდება თუ ასეთი მარაზმი არ აკეთა. ე ბიჭო ცოტა დისციპლინა რა და იქნებ დაეხმარო ნაკრებს.
კაპიტან გარდენბურგი
09 აპრილი 2023 20:31
15
ოქრი მაგარი ბიჭია, მაგრამ ნერვები უნდა მოთოკოს და დიდებულ წლებს დაიბრუნებს. ნერვები მოთოკვით გაცილებით უკეთაა შესაძლებელი ძალების მობილიზება ...
ლაშა
09 აპრილი 2023 19:01
13
ჯარიმა რა თქმა უნდა იყო, დანარჩენი კი ჩვენი სამწუხარო და მწარე რეალობაა...
გიო
10 აპრილი 2023 14:04
0
პირველმა მცველმა ხელით შეაკავა,მაგრამ მან შეტევა გააგრძელა და მეორე მცველმა კორპუსი,უკვე სუფთად ჩაუდგა.ასეთ დროს ,არც ევროპაში უსტვენენ მსაჯები.ცამდე მართალიც რომ ყოფილიყო,ასე საქციელი მაინც არ შეჰფერის ოქრის.რომ ჩაერტყათ,ეტკინა და გამწარდაო,კიდევ ვიტყოდით,მაგრამ ასეთ სიტუაციაში,გამართლება არა აქვს.ძალიან მიყვარს ეს ბიჭი,ნაკრებში სულსა და გულს დებს,ძალიან ლამაზადაც თამაშობს,მაგრამ ეს უდისციპლინობა,კარიერას უნგრევს და თავისას მაინც ვერ იშლის.
სოსო
10 აპრილი 2023 16:48
0
ვინც ეხლა იწყებთ პირველ ნაბიჯებს სპორტში ანახეთ ეს ვიდეო და უთხარით რო მხოლოდ ტალანტი არაფერია!
darwin
10 აპრილი 2023 10:32
1
ჯარიმა არ იყო, ავტორიტეტის გამო არ მისცემდა მსაჯი ჯარიმას. ნაკრების ფეხბურთელმა ჯარიმა რომ ყოფილიყო მსგავსად არ უნდა მოქცეულიყო. ჩემი აზრით.
შენი კეთილის მსურველი
10 აპრილი 2023 07:55
4
არც ჯარიმა იყო და არც ავტორიტეტი აქვს, ბევრს ეხსომება, თავის მწვრთნელს რომ შეაგინა ნაკრებში თამაშისას.
ვაჟა
10 აპრილი 2023 11:32
2
ფედერაციამაც უნდა მიარჭოს დისკვალიფიკაცია ერთი 5 თამაში გამოატოვებინოს და რასაც ეგ ცოდვილობს ბოლო 2-3 წელია მაგას ფეხბურთი არ ქვია. (ეგ უბნის ფეხბურთია მანდ იყვიროს ჯარიმა ტო და გაუტარებენ) გაყვა ესეც ჯანოს და მჭედლიძეს კიდე ყენიას. აფსუს რა ბიჭები და რა მენტალიტეტი მარტო ამათი ბრალიც არაა ყველა დამნაშავეა ქვეყანა, მშობლები მწვრთნელები ჟურნალისტები ყველას თავის წვლილი დანაშაული მიუძღვის ამ ყველაფერში ალბათ

პს. არ დამვიწყებია მისი კარგი თამაშები ნაკრებში ყველა ნანახი მაქვს და ვიცი რომ ნაკრებისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. მაგრამ ვინც ეხლა ამ კაცს ამართლებს ცოტათი მაინც პირველ რიგში აი ზუსტად მაგ ადამიანების ბრალია ამის ესეთი საქციელი. არაფრით მეტი არაა არავიზე მათ შორის არც მსაჯზე
nika7
10 აპრილი 2023 16:58
2
შეიძლება უნდა მოეთოკა ნერვები, მაგრამ ვინც ვერ ხედავთ რომ აშკარა ჯარიმა იყო ძალიან შორს ხარ ფეხბურთიდან , რომ იცოდეთ.. შეხედეთ ამ ეპიზოდს დინამიკაში ეგ საყვითლე ჯარიმა იყო. და მსაჯი რო რეაგირებას არ ახდენს მოგეშლება ნერვები და შეაგინებ აბა რას იზამ. თორე დიდ ფეხბურთში ან ხდება ასეთი. შეეშვით ოქრიაშვილს!
Gambler
09 აპრილი 2023 23:18
32

სიახლეები პოპულარული