თბილისში „ილია კოკაიაზე“ „გაგრასა“ და „დილას“ შეხვედრა 0:0 დასრულდა. 51-ე წუთზე „გაგრას“ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ თამაშისას წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჯარიმა არ დანიშნეს. ოქრიაშვილმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააძევეს.
„სამგურალმა“ ზესტაფონში „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. წყალტუბოური გუნდიდან გოლები მეორე ტაიმში დავით მაისაშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ გაიტანეს. 90+1-ე წუთზე არბიტრმა დედაქალაქელთა მცველი გია ჩადუნელი გააძევა, რის შემდეგაც მისმა თანაგუნდელმა ლუკა სილაგაძემ ანგარიში შეამცირა.
შემდეგი ტური 12 და 13 აპრილს ჩატარდება.
ნაკრების ყველა კანდიდატმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება[მოულოდნელი]
პს. არ დამვიწყებია მისი კარგი თამაშები ნაკრებში ყველა ნანახი მაქვს და ვიცი რომ ნაკრებისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. მაგრამ ვინც ეხლა ამ კაცს ამართლებს ცოტათი მაინც პირველ რიგში აი ზუსტად მაგ ადამიანების ბრალია ამის ესეთი საქციელი. არაფრით მეტი არაა არავიზე მათ შორის არც მსაჯზე