ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "საბურთალომ" "ტორპედო" 3:0 დაამარცხა.
ომარ თეთრაძის გუნდმა ზედიზედ 3 მატჩი საერთო ანგარიშით 9:1 მოიგო ( სამივეში 3-3 გოლი გაიტანა), 18 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა და 30 აპრილს რუსთავში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.
"ტორპედო" ამ მომენტისთვის 16 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და 30 აპრილს გასვლაზე "დილას" დაუპირისპირდება.
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
ტორპედო - საბურთალო 0:3
გოლები: 0:1 გ.მამაგეიშვილი (26), 0:2 ტაბატაძე (39, პენ), 0:3 ო. მამაგეიშვილი (57)
გამოუყენებელი პენალტი: არაბიძე (50, ტორპედო)