ისევ სამი გაიტანა, ზედიზედ მესამე მოიგო - "საბურთალო" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "საბურთალომ" "ტორპედო" 3:0 დაამარცხა.

ომარ თეთრაძის გუნდმა ზედიზედ 3 მატჩი საერთო ანგარიშით 9:1 მოიგო ( სამივეში 3-3 გოლი გაიტანა), 18 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა და 30 აპრილს რუსთავში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

"ტორპედო" ამ მომენტისთვის 16 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და 30 აპრილს გასვლაზე "დილას" დაუპირისპირდება.

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
ტორპედო - საბურთალო 0:3
გოლები: 0:1 გ.მამაგეიშვილი (26), 0:2 ტაბატაძე (39, პენ), 0:3 ო. მამაგეიშვილი (57)
გამოუყენებელი პენალტი: არაბიძე (50, ტორპედო)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩხეტიანი ჩაალაგე ბარგი და წადი ბიძია სახლში შენ ლუბიმჩიკ ფეხბურთელებთან ერთად. ერთად აღებული საბურთალო, დილა, და სამგურალზე მეტი ბიუჯეტი რო გაქ და მაინც მათ დონეზე ხარ არ არის შენი ლეველი ტორპედო და დარწმუნებულიც ვარ ამდენ თანხებს კერესელიძე ჰაერში არ გაისვრის მას შედეგი უნდა რაც შენ არგაქ და მალე გაგიშვებენ კიდეც საბურთალოს ბავშვებმა გაგანადგურეს აგერ. ტიპს პრეზიდენტმა უთხრა ვინც გინდა მოიყვანე უცხოელი თუ ქართველი 4-5 ძლიერი ფეხბურთელი ფულზე პრობლემა არარისო და ამან ჯერ უთამაშებელი და უსივო ლეგიონერები მოიყვანა, მერე ძირითადის ხალხს ზამენაზე სვამს ზამენისას ძირითადში, ფეხბურთელებს პოზიციებს უცვლის და გუნდი არეულია თან 7 მცველით გადის მოედანზე და მაინც აგებს თამაშებს. მოიყვანენ სულ მალე უცხოელ კვალიფიციურ მწვრთნელს რომელიც მართლა მოიყვანს ისეთ ლეგიონერებს გუნდს რომ გააძლიერებს და არა შენსავით ლუბიმჩიკებს და შენ წახვალ ელიგაში დასარჩენათ მებრძოლ რომელიმე გუნდში რაც არის შენი რეალური გაქანება და ლეველი. გული მწყდება 7 000 $-დან იწყება გუნდში ხელფასები და შენზე 3-4 - ჯერ ნაკლებ ბიუჯეტიან გუნდთან რომ ნადგურდები. დარწმუნებული ვარ აგერ საბურთალოს მწვრთნელს თეთრაშვილს მინიმუმ სამჯერ ნაკლები ხელფასი ექნება მასზე მაგრამ ამდენივეთ მეტი კლასი აქ თეთრაშვილს მასზე. და ნუ გადაგვაყოლეთ მისმა "ადვოკატებმა" გუნდი 7 წლის წინანდელი ჩემპიონობა 3 თასი და ევროპალიგის პლეიოფში გასვლა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა ხოლო ჩხეტიანის სანწვრთნელო კვალიფიკაციამ მომატების ნაცვლად მკვეთრი რეგრესი განიცადა ფაქტი სახეზეა და სრულებით არ მსიამოვნებს ამის დაწერა უბრალოდ ისე მიყვარს ეს გუნდი რომ ნებისმიერი ინდივიდი მეორეხარისხოვანია. მითუმეტეს როცა ფინანსებიც გაქ არ უჭირს გუნდს არცერთ ასპექტში მატერიალურად რაც წინა წლების საპირისპიროდ და შედეგი მაინც ზერო მაგარი სირცხვილია. მეოთხე მეხუთე ადგილებისთვის იმ ავბედით სეზონებშიც იბრძოდა გუნდი.
Myone
20:26 25-04-2023
2
მაგარი მწვრთნელი გამოდგა ბატონი ომარ თეთრაძე! წარმატებები საბურთალოს! პ.ს. სამწუხაროა რომ წინა გათამაშების გუდები ტრადიციულად ევროთასებისთვის სხვებზე ცუდად გამოიყურებიან!
ბეჟო
19:48 25-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული