მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს და დაისაჯნენ - 90+5-ე წუთზე ნიკოლოზ ნოზაძის შეცდომის შედეგად აბდულა ხაიბულაევი მეკარე ლევან თანდილაშვილის პირისპირ აღმოჩნდა და სადებიუტო გოლით გამარჯვება თავის გუნდს მოუპოვა.
„სამტრედია“ 7 ქულით მერვე ადგილზეა, „თელავი“ კი 6 ქულით - მეათეზე.