გოლი 90+5-ე წუთზე - "სამტრედიამ" "თელავს" სტუმრად მოუგო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში „სამტრედიამ“, რომელსაც ორიოდ დღის წინ სათავეში ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკი ჩაუდგა, გასვლაზე „თელავს“ 1:0 სძლია.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს და დაისაჯნენ - 90+5-ე წუთზე ნიკოლოზ ნოზაძის შეცდომის შედეგად აბდულა ხაიბულაევი მეკარე ლევან თანდილაშვილის პირისპირ აღმოჩნდა და სადებიუტო გოლით გამარჯვება თავის გუნდს მოუპოვა.

„სამტრედია“ 7 ქულით მერვე ადგილზეა, „თელავი“ კი 6 ქულით - მეათეზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გააგდეთ ეგ სომეხი (მწვრთნელი) გუნდიდან, გააპარტახა და მოსპო მთელი თელავი...
ტყეშელაანთ გიჟი
11:18 27-04-2023
0

სიახლეები პოპულარული