„დილამ“ სტუმრად ბათუმის „დინამო“ 2:0 დაამარცხა. ზღვისპირულმა გუნდმა მიმდინარე ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა.
მატჩი სანახაობრივი ვერ გამოდგა. 61-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ღუდუშაური გაგნიძესთან უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, რის შემდეგაც ვანდერსონ სილვამ შორიდან ძლიერი დარტყმით სტუმრები დააწინაურა. მერე მოედანზე გულშემატკივარი შევიდა და თამაში ცოტა ხნით გაჩერდა. 86-ე წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას ხარატიშვილის კარი კოვტალიუკმა დალაშქრა.
ბათუმის „დინამო“ 25 ქულით ლიდერია და 10 მაისს გასვლაზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდება, ხოლო 20 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი „დილა“ 9 მაისს საბურთალოს“ უმასპინძლებს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დილა 0:2
გოლები: 0:1 სილვა (68), 0:2 კოვტალიუკი (86)
გაძევება: ღუდუშაური (61)
„საბურთალომ“ „შუქურას“ 3:2 მოუგო და მესამე ადგილზე გადავიდა. ომარ თეთრაძის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და თითოეულ ამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
ბათუმი. „ჯონი ბაკურიძე - ანგისა“
შუქურა - საბურთალო 2:3
გოლები: 0:1 სილა (23), 0:2 ტაბატაძე (58, პენ), 1:2 მუჯირი (69), 2:2 სარდალიშვილი (72), 2:3 სილაგაძე (85)
ხვალ დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში თბილისის „დინამო“ გალიდერდება.
ტორპედო - სამტრედია
თელავი - სამგურალი
დინამო (თბ) - გაგრა
დრამა 87-ე წუთიდან; ხუთბურთიანი სხვაობა; სერიების გაგრძელება... [VIDEO]