დღეს ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის სამი მატჩი გაიმართა.
გორში თბილისის „დინამო“ და „გაგრა“ უგოლოდ დაზავდნენ და ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავს - ბათუმის „დინამო“ და „სამგურალი“.
„სამგურალმა“ სტუმრად „თელავს“ 1:0 მოუგო, ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და ბათუმის "დინამოსთან" ერთად ლიდერია. გოლი შეცვლაზე შესულმა 21 წლის თავდამსხმელმა ლადო ჩიხრაძემ 86-ე წუთზე გაიტანა.
წყალტუბოური გუნდი 10 მაისს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, რომელსაც 1 ქულით უსწრებს.
„ტორპედომ“ გიორგი ქობულაძის გოლით „სამტრედიას“ 1:0 სძლია და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.