ჩისკოს უარი "ტორპედოს" - ესპანელი საქართველოში მხოლოდ ერთ კლუბს ჩაიბარებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის მთავარ მწვრთნელად ხისკო მუნიოსის დანიშვნა სურდა, თუმცა ესპანელმა იმერული კლუბი უარით გაისტუმრა.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული, კახა ჩხეტიანის გათავისუფლების შემდეგ, ახალი დამრიგებლის ძიებაშია.

მუნიოსი მზადაა საქართველოში დაბრუნდეს, მაგრამ ის მხოლოდ ერთადერთ გუნდში, თბილისის "დინამოში" მუშაობაზეა თანახმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ის სწორედ დედაქალაქურ გუნდს ავარჯიშებდა, რის შემდეგაც "უოტფროდის", "უესკასა" და "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტორპედოს სტადიონზე კაცს დასარტყმელად ხელი მოუქნიეს ესენი კიდე კლუბში ეპატიჟებიან ცოტა თავი გაატოკეთ
SS
14 მაისი 2023 17:05
7
ვის რაში ჭირდება ანორთოსისში 7 თამაშიდან გამოგდებული ჩისკო. ტორპედოს ხელმძღვანელობას როგორც ჩანს ფული კი აქვთ მაგრამ გონება და კონტაქტები არა. რა ჩისკო ტო 20 000-ად ჰოლანდია, ბელგიის ჩემპიდან მოხსნი კვალიფიციურ მწცრთნელს რომელიც ცალი ფეხით გახდება ელიგის ჩემპიონი და თუ კვალიფიციურ 3-4 ფეხბურთელსაც მოუყვან ჯგუფსაც დადებს. ჩისკო არა ჩიჩარიტო. კონტაქტები აკლია ტორპედოს უცხოეთში ტრანსფერებისთვის და იგივე მწვრთნელის შერჩევაში, ამის მოგვარებაც მარტივად შეიძლება მოიყვანონ უცხოეთიდან სივიანი მენეჯერი და ის დაულაგებთ ყველაფერს.
M33
14 მაისი 2023 16:11
16
კორღალიძე დანიშნეთ ბიჭო ვინებს ეძებთ,ესეთი მწვრთნელი გყავთ და ჩისკოს მიადექით,ჩისკო არ იყო 6-1 რო წააგო ფარერებთან,ქუთაისელებისთვის უცხო არ არის კორღალიძე
fani
14 მაისი 2023 15:31
9
ეს იყო "ტორპედოს" უნიათო ხელმძღვანელობის ორმაგი შეცდომა! ჯერ ერთი,არ უნდა გაეშვათ ჩხეტიანი,და მეორე, რად უნდოდათ ეს ჩისკო,რომელიც სადაც წავიდა ყველგან ჩაისვარა!!!
გიორგი
14 მაისი 2023 14:16
23
შაყირობ თუ ინტერნეტში ორ წელიწადში ერთხელ შემოდიხარ? კაცმა უოტფორდი უიმედო სიტუაციიდან პრემიერლიგაში გადმოიყვანა !
გიორგის
14 მაისი 2023 16:41
2
არ ვიცი რამდენად მართალია ეს მაგრამ ტორპედოს ახლანდელ მფლობელებს ცოტა მეტი აზროვნება მართებთ. ტორპედო კი არის მათი ღირსი და შეიძლება მეტი უკეთესისაც და ისინი იმედია იქნებიან ტორპედოს ღირსები... პ.ს. ჩისკო სწორად მოიქცა
ქუთათური
14 მაისი 2023 14:05
1
ეს არის კაცური საქციელი! ღირსეული და პრინციპული! გაიხარე ძმაო! ისევ სხვამ უნდა გვიჩვენოს მაგალითი! იმედია ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც, რომლებიც მომავალში მიიღებენ წინადადებას მინიმუმ კლასიკოს მეტოქე გუნდებისგან ჩისკოს ღირსეულ ქცევას გაიხსენებენ!
გიო
14 მაისი 2023 12:49
5
რა ღირსებაზეა საუბარი?ცოტა ფული რომ შესთავაზეს ეს ღირსებას ნიშნავს ?გახდა ახლა ჩისკო საქრთველოს პატრიოტი..
ბათუმიდან
14 მაისი 2023 13:55
22

სიახლეები პოპულარული