ფრე ლიდერების მატჩში - "სამგურალმა" ზედიზედ მეცხრე გამარჯვება ვერ მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურში „სამგურალისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

ლიდერების შეხვედრა დაძაბული, თუმცა ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა, მასპინძლები ნიქაბაძემ დააწინაურა, პენალტით კი ანგარიში მამუჩაშვილმა გაათანაბრა, ამით დასრულდა წყალტუბოური გუნდის რვამატჩიანი გამარჯვებათა სერია და სატურნირო ცხრილში კვლავ ორხელისუფლებიანობაა.

24 მაისს „სამგურალი“ რუსთავში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ „თელავს“ უმასპინძლებს.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 ნიქაბაძე (11), 1:1 მამუჩაშვილი (32, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული