ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისში" გიორგი ლორია დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა თავის მშობლიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი ლორია "დინამოს" აღზრდილია და დედაქალაქურ გუნდში 2006 წლიდან 2014 წლამდე ასპარეზობდა, რა დროსაც 224 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ლორია "დინამოს" შემდეგ ბერძნულ "ოფისა" და "ოლიმპიაკოსში", "კრილია სოვეტოვსა" და "ანჟიში", გერმანულ "მაგდებურგსა" და კვიპროსულ "ანორთოსისში" ასპარეზობდა. ეროვნულ ნაკრებში კი გოლკიპერმა 77 მატჩი ჩაატარა.

გიორგი ლორია "დინამოში" 17-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, გიორგი.
წარმატებები შენ და ,,დინამოს,,.
ხანდახან ,,ფიფანოს,, ვეძახი, მაგრამ ყველაზე ძალიან ეგ მიყვარს.
100%
22:15 29-06-2023
0
ვაგნერ გონსალვეში განატხოვრა დინამომ იმედია სჰემცლელი უკეტეს მოიყვანენ ლორიას Dამატება სწორია
Moira77
01:02 30-06-2023
0

სიახლეები პოპულარული