წიტაიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის თაობაზე ინფორმაციას აჭარული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

წიტაიშვილის კონტრაქტი კიევის "დინამოს" ეკუთვნის და ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" იჯარის წესით ითამაშებს.

გიორგი გასულ სეზონში "ლეხში" ასპარეზობდა, რომლის რიგებში ექსტრაკლასას 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის ლიდერია და კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ისე ბათუმურ კლუბს საოცარი პიარი ჰყავს ეტყობა, ავტობუსს იქეთ ვერ ნახეს ფოტოს გადასაღები ადგილი? :)
ბუბა
05 ივლისი 2023 09:24
1
ბათუმის დინამომ თბილისში კოსტავას ქუჩაზე ავტობუსის წინ წარადგინა ფეხბურთელი. კრეატივის ზეიმია.დ.დ.
asa
05 ივლისი 2023 04:27
1
ისე სიგუაც ბათუმში რომ აღმოჩნდეს და მერე ტოპ 5 ში არ გამიკვირდება, თითქოს თბილისის დინამოს სანქციები ადევსო მაქედან რომ წავიდნენ არ შეიძლება???
Givi
05 ივლისი 2023 00:38
2
რომან როდის გეღირსება გაღვიძება?
დათო
05 ივლისი 2023 00:30
0
გასაგებია
მერე შენ რაში გენაღვლება,ჯუღელმა აიღო თანხა თუ ვახტანგ ტატიშვილმა კვარა ხო თამაშობს.
ეს ბიჭი ათამაშდეს და ვის ჯიბეში წავა ატკატები რა ჩვენი საქმეა,თუ საგადასახადოდან ხარ?
Levani
05 ივლისი 2023 00:12
0
ძალიან უცნაურია კვერნაძემ,რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არ ითამაშა, საქართველოს ჩემპიონატიდან სერია ა-ში გადავიდა და გიორგიმ,რომელმაც გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა საქრთველოს ჩემპიონატში გადმოვიდა,როგორც ჩანს არც ისე დიდ ყურადღებას აქცევენ სკაუტები ამ ჩემპიონატს!!!?
სოსო
05 ივლისი 2023 00:11
1
ბარსა და რეალი იდგნენ რიგში და ბათუმი დინამოში?ამან რა უნდა ითამაშოს
batumi
04 ივლისი 2023 23:33
22
Მორიგი მაფიოზური სვლა.თავი მომაჭერით თუ ჯუღელი არ იყოს ამ საქმეში გარეული. Ჯერ კვარას ტრანსფერი ნაპოლიში,მერე ზურიკოსი და ახლა ჩერეზ ბათუმის დინამო გაიყიდება წიტაიშვილი.მოითბობს ხელს ჯუღელი,ბერიძე და ბაკურაძეს ოჯახი ვერავინ ვერ გაიგებს ვინ ვის და რამდენი გადაუხადა.
გასაგებია
04 ივლისი 2023 20:56
29
და რა პრობლემაა ხელი რომ მოითბონ? ჩვენი ჯიბიდან იღებენ რამეს? შანსი რომ გვქონდეს ჩვენ არ მოვითბობდით მაგ ტრანსფერით ხელს? თან მალე უკეთეს გუნდში თუ გადავა მით უკეთესი!!!
ლაშა
05 ივლისი 2023 00:22
1
Netavi mase moxdebodes da evropashi cavidodes chve ras vagebt aba chalpa ukrainashi
Kutaisi
04 ივლისი 2023 21:41
2
ეგრე რა! ლეხი არა მამაძაღლი
გადასარევი გიორგი
04 ივლისი 2023 20:47
2
კაცს ლეხის შემადგენლობაში სეზონის მეორე ნახევარში მას ფაქტობრივად არ უთამაშია, წაარმოგიდგენიათ?! და ამის კვალობაზე რა კარგად ითამაშა U21-ზე!
წარმატებები!
კიდევ ორი წელი ეკუთვნის კიევის "დინამოს", მაგრამ 1 წლიანი იმიტომ გააფორმა, რომ ტოპ ჩემპიონატის კლუბის დაინტერესების შემთხვევაში ტრანსფერი არ დაბრკოლდეს...
სოსოს
04 ივლისი 2023 20:40
1

სიახლეები პოპულარული