თბილისის "დინამომ" ორი აფრიკელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"დინამო თბილისში" ორი ახალწვეულია. კოტდ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი.

სანგარე საფეხბურთო აკადემია "რაით თუ დრიმის" აღზრდილია. თამაშობდა დანიური "ნორდსიელანდის" ასაკობრივ და ძირითად გუნდებში, კაუნასის "ჟალგირისში" და ასევე, დანიურ "ნესტვედში". ბოლოს კი მუსა სანგარე სლოვაკური "პოდბრეზოვას" ღირსებას იცავდა. კოტდ’ივუარელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2+2 ფორმატით გაფორმდა.

რაც შეეხება იოზეფ იენჯოკს, კამერუნელი საყრდენი ადგილობრივი "უნიონ დუალას" აღზრდილია და იმავე კლუბში გამოდიოდა. კონტრაქტი მასთანაც 2+2 ფორმატით გაფორმდა. იენჯოკს კამერუნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებში სამ-სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
კამერუნელი ფეხბურთელი "დინამო თბილისში" სკაუტინგ კომპანია Nordensa-ს დახმარებით გადმოვიდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
ნუ წაიღეთ ტვინი ამ აფრიკელებით! რა დამპალი მიდგომაა?
ვაახ?
23:10 11-07-2023
1
ბრწყინვალეა,დიდებულია.ოთხშაბათს ლიგაზე პირველი თამაშია და ორშაბათს დაიმატეს ფეხბურთელები.ესენი გვიშველიან ყაზქხეთში.ვაი თქვენს პატრონს უბედურს ფიფიებო...
Master
15:39 11-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული