თბილისის "დინამომ" ორი აფრიკელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"დინამო თბილისში" ორი ახალწვეულია. კოტდ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი.

სანგარე საფეხბურთო აკადემია "რაით თუ დრიმის" აღზრდილია. თამაშობდა დანიური "ნორდსიელანდის" ასაკობრივ და ძირითად გუნდებში, კაუნასის "ჟალგირისში" და ასევე, დანიურ "ნესტვედში". ბოლოს კი მუსა სანგარე სლოვაკური "პოდბრეზოვას" ღირსებას იცავდა. კოტდ’ივუარელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2+2 ფორმატით გაფორმდა.

რაც შეეხება იოზეფ იენჯოკს, კამერუნელი საყრდენი ადგილობრივი "უნიონ დუალას" აღზრდილია და იმავე კლუბში გამოდიოდა. კონტრაქტი მასთანაც 2+2 ფორმატით გაფორმდა. იენჯოკს კამერუნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებში სამ-სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
კამერუნელი ფეხბურთელი "დინამო თბილისში" სკაუტინგ კომპანია Nordensa-ს დახმარებით გადმოვიდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
ზოგადად ახლა გადავხედე transfermarket-ზე და თითოეულ პოზიციაზე ევროპის მასშტაბით 70მდე თავისუფალი აგენტია.დინამოებს შეუძლიათ თავისუფლად ევროტურნირებამდე 2თვით ადრე დაიწყონ ფიქრი ვისი დამატება შეიძლება და ვინ ხდება თავისუფალი აგენტი.ინტერნეტის ეპოქაში ეს ძალიან მარტივია.კვასხვაძის,ეროვნული ლიგის ბოლოადგილოსანი კლუბიდან, განის და კამერუნის ჩემპიონატიდან ხალხის მოყვანას ევროტურნირების წინ,ბოლობოლო transfermarket-ზე მოძებნო საინტერესო თავისუფალი აგენტები და შეისწავლო 2თვით ადრე უკეთესი იქნება.ბევრი სხვა ქვეყნის კლუბები ასე იქცევიან.საუბარია ისეთ ფეხბურთელებზე ვისი ფასიც 500დან 350ათას ევრომდეა,აბა 2მილიონიან და თუნდაც მილიონიან ლეგიონერებს ჩვენ ვერ ჩამოვიყვანთ.
მეზღვაური
22:52 10-07-2023
1
წავიდა იგივე აფიორა. ფულს ათეთრებს ეს რუსაპეტა ძალად-ბიზნესმენი. მიხედავს ცოტა ხანში ამასაც ბიძო. თუ არა და ნახავთ.
odala
22:49 10-07-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული